სექ
15

Amo Electronic ორბეთში

ორგანიზატორი : Amo Electronic

Orbeti Green Space , ქვემო ქართლი , თეთრიწყარო

14:00 შაბათი, 15 სექტემბერი, 2018

ბილეთები

x General Admission
Online - ₾ 40 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ადგილზე

,,Amo Electronic"-ს უკვე იცნობთ. პირველი ივენთით ყაზბეგის შესანიშნავ მთებში თავი უკვე გაგაცნოთ. 

? თქვენთვის ახალი ლოკაცია ნაპოვნია ! ♥ 

,,Amo Electronic" 15 სექტემბერს ორბეთის მწვანე სივრცეში, თბილისიდან 40 კოლომეტრში, ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე კიდევ ერთ ივენთს გთავაზობთ, ახალი ლოკაციით და ახალი არტისტებით .  

ორბეთის მწვანე სივრცე;
გემოვნებიანი მუსიკა;
მრავლფეროვანი გარემო; 
სუფთა ჰაერი;
ბევრი გართობა; 


,,Amo Electronic" -მა სტარტი 2018 წლის ზაფხულში აიღო და ეფუძნება ელექტრონული მუსიკის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უმაღლესი დონის არტისტებთან ერთად. 

საოცარი მუსიკა მაღალტექნოლოგიური საუნდსისტემით, ბევრი განსხვავებული სივრცე და სრული კომფორტი. 

მრავალფეროვანი და განსხვავებული სივრცეები, მუსიკა, სიმწვანე და რაც მთავარია საუკეთესო განწყობა. 

#ამოორბეთში #AmoElectronic

LINE UP:

14:00 – 21:00 - Gigi keshelava & Vako

21:00 - 00:00 - Nicole 

00:00 - 3:00 - Kozmana 

3:00 - 6:00 - Boyd Schidt 

6:00 - 7:00 - Rezo Glonti Live 

7:00 - 9:30 - Hamatsuki 

9:30 - 12:00 - Gio Shengelia


Nicole - პროდიუსერი და დიჯეი ნიკოლ ფოფხაძე, ადგილობრივ ელექტრონული მუსიკის სცენაზე უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტისტია, რომელიც თავდაპირველად დუეტ Body Thrills -ის სახელით გამოჩნდა. უკვე წლებია ნიკოლი სოლო პროექტით მოღვაწეობს თბილისის ყველა კლუბში. მისი მუსიკა გამოირჩევა უნიკალური ხელწერით და სხვადასხვა მიმდინარეობების ჟღერადობით, რომელიც უკვე საზღვარგარეთაც იქცევს ყურადღებას. 

https://soundcloud.com/nicole-popkhadze

Kozmana - სანდრო კოზმანიშვილი ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ემბლემატური დიჯეი და პროდიუსერია, რომლის სეტები გამოირჩევა განსაკუთრებული დინამიურობით. იგი 2014 წლის ELECTRONAUTS-ის მთავარი ჯილდოს, "წლის ელექტრონავტი"-ს მფლობელია. სანდრო ასევე დუო OCTACHORON-ის წევრია. წელს სანდრო კოზმანიშვილი ახალი პროექტით Fear Pollution გამოჩნდა და Berlin Atonal-ზე წარსდა, ირაკლი შონია და ბაკურ მეტრეველთან ერთად. სანდრო აგრეთვე პროექტ Hanker-ის ავტორი და ამავე სახელწოდების ლეიბლის დამაარსებელია, რომელიც ჟანრებს მიღმა მუსიკაზე არის ფოკუსირებული. გასულ წელს მისი ფირფიტა გერმალურ ლეიბლზე Gravitational Records-ზე გამოიცა. 

https://soundcloud.com/kozmana

Boyd Schidt – KHIDI-ს რეზიდენტი, Greenbeam & Leon-ის წევრის ლეონ ლოლიშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. 2014 წელს Boyd Schidt-ის ნამუშევარი "Morning Utopia" შევიდა Studio R-ის კრებულ “Various 003”-ში, ისეთ არტისტებთან ერთად,რომლებიცაა: Fred P., Zadig, Brendon Moeller, Mike Parker. იმავე წელს WaveReform records-ზე გამოაქვეყნა EP "Structure". დღესდღეობით ქართველი ტექნო პიონერი ჯერ კიდევ აქტიურადაა ჩართული მუსიკის შექმნისა და დიჯეინგში მსოფლიოს გარშემო, რითაც თავისი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარებაში. 2017 წელს ლეონმა მეგობარ პოლონელ არტისტ N1KT-თან ერთად დაარსა დაბ ტექნო ლეიბლი 2529 KM.

https://soundcloud.com/boyd-schidt-22



Rezo Glonti- რეზო ღლონტი საქართველოში ემბიენთ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია. მან სახელი გაითქვა სოფისტიკური ლაივ აქტების შესრულებით და უკვე წლებია წარმატებით მოღვაწეობს ლოკალურ სცენაზე.

https://soundcloud.com/rezoglontiofficial


Hamatsuki – მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ღამეების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J. Dilla-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპის კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ Sprinkles-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლის Scissor and Thread და Lobster Theremin ჟღერადობა,რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ის კომპოზიციებზე აისახა. ,,ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის ,რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ კომპოზიციას’’ - მიუხედავად იმისა ,რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM- ის რეზიდენტობის ფარგლებში მეტწილად ჰაუსს და Lo-Fi ჟღერადობას გვიზიარებს.

https://soundcloud.com/hamatsuki


Gio Shengelia – გიო შენგელია ლოკალური ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერი დიჯეია, რომელიც გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმითა და მუსიკალური გემოვნებით.

https://soundcloud.com/gioshengelia



ბილეთები / Tickets 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ  https://eventer.ge/ 

Online - 40 Gel  

ბილეთები ასევე გაიყიდება ღონისძიების მსვლელობის დროს ივენთის კარზე.

On Door - 50 Gel


ონლაინ ბილეთის შეძენის შემთხვევაში შეგეძლებათ ისარგებლოთ უფასო ტრანსპორტირებით.

ტრანსპორტი გავა ვარდების მოედნიდან ორბეთის მიმართულებით. 

? 13:00
? 15:00
? 18:00 

ივენთის ტერიტორიიდან თბილისის მიმართულებით მიკრო-ავტობუსების დაბრუნების განრიგი:

? 14:00


ივენთზე მოქმედებს 18+ შეზღუდვა

Door open - 14:00 

კონტაქტი:

? contact @ - electronicamo@hotmail.com
+ (995) 598 373 740

დამატებითი ინფორმაცია

Instant Payment

მომენტალური გადახდა

PAYBOX PAYMENT

ფეიბოქს გადახდები

ასაკის კონტროლი

ასაკის კონტროლი

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად