Aug
17

BAQANI | Zitto | Ndrx | Kancheli

Event by : Baqani

Baqani , Tamar Mefe Road, Batumi Centrali , Batumi

23:55 Friday, 17 August, 2018

Tickets

x General Admission
I - ₾ 20 Sold Out

Sold Out

Description

17 აგვისტოს კლუბ BAQANI-ში კლუბ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები და ლოკალური სცენის პიონერები Zitto, Ndrx და Kancheli დაუკრავენ.

Zitto - კლუბ Bassiani-ს რეზიდენტ ლევან ცერცვაძის, თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის სასცენო სახელია. იგი სულ ახლახანს შეემატა კოლექტივ 11TH-ის და დამწყებ სტუდენტებს დიჯეინგსა და მის საფუძვლებს ასწავლის. Zitto მუსიკით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და სხვადასხვა მიმდინარეობით იყო გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით მის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა. Hypnotic, Deep, Dark, Experimental, Ebm ჟღერადობის გავლენის მქონე არტისტის მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. Zitto-ს, როგორც დიჯეის, მთავარი მახასიათებელი სივრცისა და კონტექსტის სწორად დანახვაა, რაც ნათლად ჩანს მსმენელთან იდეალურ ურთიერთობასა და შერწყმაში DJ SET-ების დაკვრისას. 2015 წელს მან წლის დიეჯის ტიტულიც მოიპოვა ''Electronauts"-ზე.

Kancheli - ამ პროექტის უკან გიორგი ყანჩელი დგას, იგი ლოკალური ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზეა ორიენტირებული. იგი ლოკალური არტისტთა გაერთიანება 11TH-ს წევრია. Kancheli ასევე აქტიურადაა დაკავებული პროდიუსინგით. სულ ახლახანს გამოვიდა მისი ახალი ნამუშევარი ლეიბლ BASSIANI RECORDS-ზე, სახელწოდებით Kancheli – Discotrancemaker From USSR

Ndrx - კლუბ Bassiani-ის რეზიდენტი დიჯეი, კოლექტივ 11TH-ის იდეის ავტორია, სადაც დიჯეინგის საფუძვლებს ასწავლის სტუდენტებს. Ambient, Experimental, Electro, Techno - იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო. განსხვავებული მუსიკალური გავლენებისა და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით Ndrx საკმაოდ ეფექტურ და მრავალფეროვან არტისტად ჩამოყალიბდა. Ndrx დიდი ხანია ლოკალურ სცენასაც გასცდა და საკუთარ თავს უკვე საერთაშორისო დონეზე აცნობს მსმენელს.

Additional Information

Verification

Age Control

Age Control

Location

Click to show the map