მარ
16

ოთხი

ორგანიზატორი: Experimental Theatre

ექსპერიმენტული თეატრი , ივ. ჯავახიშვილის 88 , თბილისი

20:00 შაბათი, 16 მარტი, 2019

ბილეთები

x Seating
Online - ₾ 7 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი ,,იმპულსი'' გამართავს ქორეოგრაფიულ წარმოდგენას ,,ოთხი''. ,,იმპულსის''გუნდი შეიქმნა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ადგილობრივ და საერთაშორისო შემოქმედებით არენაზე. მოპოვებული აქვს საერთაშორისო ფესტივალებზე საპრიზო ადგილები, ავტორია ქორეოგრაფიული სპექტაკლებისა და რამოდენიმე საზოგადოებრივი პროექტის - ,,ხელოვნების ქარავანი'', ,,ხელოვნების გზით''.
ქორეოგრაფიული წარმოდგენა ,,ოთხის'' პრემიერა შედგა 2018 წლის 8,9 და 10 ნოემბერს.
წარმოდგენა გამოავლენს დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენებს. არაორგანიზებული ძალა - ჰაერი, წყალი, ცეცხლი და მიწა, თავისი მრავალწახნაგოვანი არსით ამოუცნობია და იდუმალი. წარმოდგენა ,,ოთხი’’ ქორეოგრაფიული ლექსიკით ასახავს სტიქიების იდუმალ სილამაზეს და დამანგრეველ ძალას.

ქორეოგრაფი და რეჟისორი -თიკო ქოიავა
მუსიკის ავტორი სანდრო- ნიკოლაძე
კოსტიუმების მხატვარი - ხატია დავითაშვილი
მხატვარ-გრიმიორი- ანუკა მურვანიძე
მონაწილეობენ მოცეკვავე-მსახიობები: მარიამ ცირდავა, ბექა ჩუგნაძე, გიორგი გასიშვილი, სალომე მაზმიშვილი

წარმოდგენის ხანგრძლივობა 40 წუთი
ბილეთის ღირებულება 7 ლარი
იჩქარეთ, ბილეთები შეზღუდულია!

დამატებითი ინფორმაცია

Instant Payment

მომენტალური გადახდა

PAYBOX PAYMENT

ფეიბოქს გადახდები

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად