Jul
25

Utopia Tbilisi 2020

Event by : Utopia Tbilisi

Mtatsminda Park , Mtatsminda Park , Tbilisi

23:00 Saturday, 25 July, 2020

Tickets

x verification
I - ₾ 20 Sold Out II - ₾ 30 Sold Out

Sold Out

Description

BOYD SCHIDT - პროდიუსერი და DJ, ტექნო დუეტ “Greenbeam & Leon”-ის წევრი. ლეონ ლოლიშვილმა კარიერა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.ელექტრონული მუსიკის ამ პიონერს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ელექტრონული სცენის განვითარებაში.

MICHAILO - ქართველი მუსიკოსი, რომელიც ნარკოლიბერალიზაციისთვის გისოსების მეორე მხრიდან იბრძოდა. 2013 წლამდე აქტიურად მოღვაწე DJ-მ მუსიკალურ კარიერას დაკავების შემდგომ საკნიდან აგრძელებს. ამ დროში მიხაილომ გამოუშვა 8 ალბომი და მრავალი მუსიკალური ნაწარმოები როგორც თეატრისთვის, ასევე - კინოსთვის. ამჟამად მას მისჯილი აქვს შინა პატიმრობა და უფლება აქვს დაუკრას მხოლოდ სპეციალური ნებართვით.

SEVDA - კლუბ - KHIDI-ის რეზიდენტის, ლადუკა ნინუას ხალხისთვის კარგად ნაცნობი Deep House პროექტია.SEVDA-ს სადებიუტო რელიზი 2015 წელს გამოიცა. თავდაპირველად SEVDA მსმენელს ანონიმურად წარუდგა, მუსიკისთვის დამახასიათებელი ჰარმონია და ღრმა ხასიათის ჟღერადობა მსმენელისთვის ერთგვარი გზამკვლევი აღმოჩნდა არტისის ვინაობის დადგენაში.

SULAVA - ტექნო და ელექტრო ჟანრის შემსრულებელი, კოლექტივ “303 hz”-ის წევრი. ის, დამახასიათებელი უნიკალური ჟღერადობისა და საშემსრულებლო ხელწერის დამსახურებით, მსმენელებს არა ერთხელ დაამახსოვრა თავი.

Yanamaste - KHIDI-ის რეზიდენტის, DJ და პროდიუსერის, ირაკლი დანელიას პროექტია. არტისტი სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა და მსმენელს გამორჩეული ტექნო სეტებით თავი მალევე დაამახსოვრა.

I კალათა - 20ლარი
II კალათა - 30 ლარი
კარზე - 40 ლარი

Additional Information

Verification

Location

Click to show the map