DECODER: LEN FAKI / I HATE MODELS / SNTS / HENNING BAER
Spacehall, Tbilisi
1 December, 2017 23:30

1 დეკემბერს, თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER-ის მეოთხე სერია, Hippodrome Park-ზე გაიმართება, რომელზეც Len Faki (OFFICIAL), I Hate Models და Henning Baer სეტებს დაუკრავენ, SNTS კი ლაივით წარდგება.

ბერლინში მოღვაწე LEN FAKI დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო DJ და პროდიუსერია. მან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია, როგორც ლეიბლის ბოსმა და მენეჯერმა. 2003 წელს, მის მიერ დაარსებული FIGURE საუკეთსო პლატფორმაა, როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა არტისტებისთვის. I HATE MODELS 90' წლების ტექნოს, ინდუსტრიული მუსიკისა და EBM-ის გავლენით შექმნილი სოლო პროექტია, ხასიათდება როგორც სიყვარულის და სიძულვილის დაპირისპირება. მისი ცივი და მძიმე ჟღერადობა განსაკუთრებული მელანქოლიის მატარებელია. SNTS საიდუმლოებით მოცული ინდუსტრიული ტექნო / ემბიენთ პროექტია, რომელიც განსხვავებული ვიზუალური კონცეფციით და ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა. გამოიცემა ლეიბლებზე: SNTS, HORIZONTAL GROUND, EDIT SELECT, SACRED COURT, 47. გერმანული საკლუბო სცენის ერთ-ერთი დაფასებული წარმომადგენელია HENNING BAER, ივენთების სერიის GROUNDED THEORY რეზიდენტი და კურატორი.

Age Control: 18+

Online Tickets: www.decoder.ge
I Basket: 40 GEL
II Basket: 50 GEL
III Basket: 60 GEL
IV Basket / Door: 70 GEL