KHIDI 中 AUFNAHME + WIEDERGABE NACHT: ANCIENT METHODS ❚ PHASE FATALE ❚ PHILIPP STROBEL ❚ BLUSH RESPONSE ❚ SΛRIN
KHIDI
8 December, 2017 00:00

FRIDAY // DECEMBER 8


KHIDI წარმოგინდგენთ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდი კულტურული მნიშვნელობის ლეიბლ [aufnahme + wiedergabe]-ს შოუქეისს. 2011 წლიდან, Philipp Strobel-ისა და Gabriel Brero-ს დაარსებულმა ლეიბლმა თავი მოუყარა მუსიკალური ჟანრების ფართო სპექტრს და გამოსცა 100-ზე მეტი რელიზი. ლეიბლის ოპერირების გასაოცარ ტემპს ხელს უწყობს ჟანრობრივი თავისუფლება და უდიდესი დიაპაზონი, რომელიც Lebanon Hanover-ის ქოლდვეივ რომანტიკიდან, BLUSH_RESPONSE-ის ინტენსიურ EBM-ამდე ვრცელდება.

► http://aufnahmeundwiedergabe.de/
► facebook.com/aufnahmeundwiedergabe
► residentadvisor.net/record-label.aspx?id=11312
► soundcloud.com/aufnahme-wiedergabe


Ancient Methods – Michael Wollenhaupt-ის, თანამედროვე სცენის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და უკვე ლეგენდარული პროექტი. 2007 წლიდან დღემდე მისი დისკოგრაფია ათამდე სოლო რელიზს, ასევე ურიცხვ კოლაბორაციასა და რემიქსს ითვლის, როგორც Ancient Methods-ის სახელით, აგრეთვე მისი ცნობილი მეტსახელებით (Room 506, Pogo Im Säurebad …) და კოლაბორაციული პროექტებით (Ugandan Methods, Eschaton …). კარიერის მანძილზე Ancient Methods-ის ნამუშევრები გამოიცა ინდუსტრიულ და EBM მიმართულების წამყვან ლეიბლებზე (Sonic Groove, Downwards Records, Perc Trax, Hospital Productions …), ასევე საკუთარ ლეიბლებზე, Ancient Methods-სა და Persephonic Sirens-ზე. მიუხედავად იმისა, რომ Wollenhaupt-ის ძირითადი მიმართულება ინდუსტრიული ტექნოა, მის რელიზებსა და სეტებში ადვილად შესამჩნევია ისეთი ბენდების გავლენა, როგორებიცაა: Coil, Deutsch Nepal (Official), Front 242, Current 93. 

► ancientmethods.com
► facebook.com/ancientmethods1
► residentadvisor.net/dj/ancientmethods
► soundcloud.com/ancient-methods


Phase Fatale – KHIDI-ს რეზიდენტი Hayden Payne-ის პროექტი, რომელიც შთაგონებულია ნიუ-იორკის პოსტ-პანკ და გოთ სცენით. სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის შემდეგ, 2014 წლიდან Hayden-მა საკუთარი ბნელი, ინდუსტრიული ჟღერადობისათვის PHASE FATALE-ს სახელით იდეალური პლატფორმა იპოვა და მოკლე პერიოდში მისი მუსიკა წამყვან ლეიბლებზე გამოიცა, როგორებიცაა: [aufnahme + wiedergabe], Unterton (Ostgut Ton-ის სუბლეიბლი), Jealous God, Hospital Productions …

► phasefatale.com
► facebook.com/phasefatalemusic
► residentadvisor.net/dj/phasefatale
► soundcloud.com/phasefatale


Philipp Strobel – [aufnahme + wiedergabe]-ს თანადამაარსებელი და ივენთების სერიების, Endorcism-ისა და DEATH # DISCO-ს კურატორი. ლეიბლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Strobel-ის "DIY" მიდგომამ, რომლის შედეგადაც მის გარშემო არსებულ უკვე ცნობილ პროექტებს ერთად მოუყარა თავი.

► facebook.com/wiedergabe
► residentadvisor.net/dj/philippstrobel


BLUSH_RESPONSE – Joey Blush-ის ნიუ-იორკში დაარსებული და ამჟამად ბერლინში დაფუძნებული პროექტი. 2009 წლიდან პროექტი ითვლის 25-მდე რელიზს, რომელთაგან უმეტესობა ციფრული სახითაა გამოცემული BLUSH_RESPONSE-ის მიერ შექმნილ პლატფორმაზე. 2015 წლიდან, Blush-ის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო, როდესაც მისი მუსიკა [aufnahme + wiedergabe]-ზე პირველად გამოიცა, ხოლო 2017 წელს Adam X-ის ლეიბლ Sonic Groove-ზე გამოცემასთან ერთად პროექტი ცნობადობის ახალ დონეზე ავიდა. 

► blushresponsemusic.tumblr.com
► facebook.com/blushresponseofficial
► residentadvisor.net/dj/blushresponse
► soundcloud.com/blush-response


SΛRIN - ბერლინელი არტისტი, რომლის პროექტებიც გამორჩეულია ელქტრონული მუსიკის ანდერგრაუნდ სცენაზე. ინდუსტრიული ჟღერადობისა და EBM-ის სინთეზის ტექნოსთან კომბინირებით SΛRIN მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ ჟღერადობას ქმნის. მისი ბოლო EP - Current Conflict, რომელიც ლეიბლ [aufnahme + wiedergabe]-ზე გამოიცა Resident Advisor-ის წლის ფავორიტ რელიზებში მოხვდა. SΛRIN ასევე არის პროექტ KONKURS-ის წევრი BLUSH_RESPONSE-თან ერთად და Human Performance Lab-ის წევრი Matthew Cangiano-სთან ერთად.

► facebook.com/VXSARIN
► residentadvisor.net/dj/sarin
► soundcloud.com/sarinvx


I ლიმიტი - 20 GEL
II ლიმიტი - 30 GEL
III ლიმიტი - 40 GEL
ბილეთის ფასი კარზე - 40 GEL