KHIDI 中 G2: HARRY LIGHT ❚ GENERALI MINERALI
KHIDI
14 October, 2017 00:00

SATURDAY // OCTOBER 14


Harry Light - მოსკოველი მუსიკოსის, Igor Filippov-ის პროექტი. მისი სადებიუტო EP გამოიცა 2013 წელს, ლეიბლ PRO-TEZ-ზე, რომელშიც შესული 3 ტრეკი დიფ ჰაუს ჟღერადობისაა და ასევე მოიცავს დაბის ელემენტებს. 2015 წელს ლეიბლ "Funky Town"-ზე გამოიცა Harry Light-ის ალბომი სახელწოდებით "Light Of The Night". ალბომში შესულია 9 ტრეკი. თითოეული ტრეკის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 6 წუთს და მოიცავს დიფ ჰაუს, ეისიდ ჰაუს-სა და ასევე გეტო ჰაუს ჟღერადობებს. 2015-2016 წლებში ლეიბლ ARTREFORM-ზე Harry Light-მა გამოსცა 2 EP "Resistance" და "Random Joy".

► soundcloud.com/harry-light
► residentadvisor.net/dj/harrylight


Generali Minerali - ქართველი პროდიუსერისა და დიჯეის, გიორგი ჯინჭარაძის პროექტი. ასევე მისი პროექტებია Construction და Crazy bitch Deborah. იგი ასევე პროექტ Wylti-ს წევრია დათუნა დგებუაძესთან ერთად. გიორგიმ ELECTRONAUTS-ის დაჯილდოების IX ცერემონიალზე წლის დებიუტანტის ჯილდო მიიღო. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ჯაზმა. პროექტ Generali Minerali-ს პირველი "რელიზი" გამოიცა 13 ნოემბერს ეისიდ ჰაუსის 30 წლის აღსანიშნავ კრებულში ლეიბლზე Trax Records. მისი დიჯეი სეტები გამოირჩევა ჰაუს ჟღერადობით.

► soundcloud.com/user-393879036


ონლაინ ბილეთი - 15 GEL
ბილეთის ფასი კარზე - 20 GEL