KHIDI 中 HOSPITAL PRODUCTIONS RESIDENCY NIGHT: VATICAN SHADOW & MORE
Khidi
12 January, 2018 00:00

FRIDAY // JANUARY 12


KHIDI წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ლეიბლის Hospital Productions-ის პირველ შოუქეისს ლეიბლის რეზიდენტობის ფარგლებში. 1997 წელს, Dominick Fernow-ს მიერ დაარსებულმა ლეიბლმა ოცწლიან პერიოდში 500-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რელიზი გამოსცა. დროთა განმავლობაში ლეიბლი გასცდა ნიუ-იორკის ანდერგრაუნდს, რამაც კატალოგში ჟანრობრივი მრავალფეროვნება შემოიტანა. ოცი წლის შემდეგ კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ Hospital Productions-მა დიდი როლი შეასრულა მსოფლიო ემბიენთ, ნოიზ და ექსპერიმენტული ჟღერადობების პოპულარიზებაში. Fernow-ს პროექტების გარდა, ლეიბლის ფართო დისკოგრაფიაში აღმოაჩენთ Silent Servant (Official)-ის სადებიუტო LP-ს, Alessandro Cortini-ს ფირფიტების სერიებსა და ლეგენდარულ კოლაბორაციას Vatican Shadow-სა და Function-ს შორის.

► hospitalproductions.net
► residentadvisor.net/record-label.aspx?id=8535

KHIDI presents the first residency showcase of one of the most influential American labels, Hospital Productions. Founded in 1997 by Dominick Fernow, the label counts more than 500 releases in different genres in a period of 20 years. After a while, the label went beyond New-York’s underground, which increased the variety in genre. After 20 years, we can confidently say that Hospital Productions has played a crucial role in popularizing world’s ambient, noise and experimental music. Apart from Fernow’s projects, you will find Silent Servants’ debut LP, Alessandro Cortini’s vinyl series and legendary collaboration between Vatican Shadow and Function in the label’s catalogue. 


Vatican Shadow - მულტიმედია არტისტის Dominick Fernow-ს ტექნო პროექტი, რომელიც პირველად 2010 წელს გამოჩნდა სცენაზე, თუმცა ლეიბლზე და ზოგადად მუსიკალურ ინდუსტრიაში მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1998 წელს შედგა. იმ დროისათვის თინეიჯერმა Fernow-მ ამერიკულ სცენაზე ფურორი მოახდინა საკუთარი ნოიზ პროექტ Prurient-ით. ოცი წლის განმავლობაში Dominick-ი მსმენელის წინაშე 20-ზე მეტი სხვადასხვა პროექტით წარგდა, მაგრამ Vatican Shadow დღემდე მისი მთავარი ტექნო სასცენო ფსევდონიმია. 12 იანვარს Fernow სწორედ Vatican Shadow-ს პროექტით წარდგება მსმენელის წინაშე.

► vaticanshadow.com
► residentadvisor.net/dj/vaticanshadow

Vatican Shadow – Multimedia artist Dominick Fernow’s techno project, which appeared in techno scene for the first time in 2010. However, on the label and generally in the musical industry, his debut happened in 1998. In that time, teenager Fernow made a huge impact with his noise project Prurient. For 20 years, Dominick has appeared in front of the listeners with more than 20 different projects, but till today, Vatican Shadow is his main techno scene pseudonym. On 12th of January, Fernow will perform as Vatican Shadow in from of the listener.


Phase Fatale – KHIDI-ს რეზიდენტის Hayden Payne-ის ტექნო პროექტი, რომელიც შთაგონებულია ნიუ-იორკის პოსტ-პანკ და გოთ სცენით. სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის შემდეგ, 2014 წლიდან Hayden-მა საკუთარი ბნელი, ინდუსტრიული ჟღერადობისათვის Phase Fatale-ის სახელით იდეალური პლატფორმა იპოვა და მოკლე პერიოდში მისი მუსიკა წამყვან ლეიბლებზე გამოიცა, როგორებიცაა: [aufnahme + wiedergabe]Unterton (Ostgut Ton-ის სუბლეიბლი), Jealous God, Hospital Productions…

► phasefatale.com
► residentadvisor.net/dj/phasefatale
► soundcloud.com/phasefatale

Phase Fatale – KHIDI’s resident Hayden Payne’s project, which is inspired by New-York’s Post-Punk and Goth scene. After taking part in various projects, since 2014 Hayden has found his own dark, industrial and perfect platform as Phase Fatale and in a short period of time his music has been released on leading labels such as: [aufnahme + wiedergabe], Unterton (Sub label of Ostgut ton), Jealous God, Hospital Productions…


Becka Diamond - Hospital Productions-ის წევრი, ამერიკელი დიჯეი, სტილისტი, მუსიკის რეპორტიორი და ფოტოგრაფი. ადრეული ასაკიდან Becka-ს მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა მოახდინა პანკ როკმა, რაც მომავალში აისახა მის დიჯეი სეტებზე. გარდა მუსიკალური ჩართულობისა Hospital Productions-ზე, Becka ლეიბლის ვიზუალური მხარის ერთ-ერთი კურატორია.

► residentadvisor.net/dj/beckadiamond

Becka Diamond – American DJ, stylist, music reporter, photographer and a member of Hospital Productions. From an early age, Punk Rock has played a significant role in developing Becka’s musical taste, which in the end reflected on her DJ sets. Apart from musical activism on Hospital Productions, Becka is one of the curators of labels visual side.


Liziuz - ახალი სახელი ბერლინის ელექტრონული სცენიდან. მისი სადებიუტო რელიზი მალე Hospital Productions-ზე გამოიცემა. 12 იანვარს, Hospital Productions-ის პირველი რეზიდენტ ივენთის ფარგლებში Liziuz ლაივ პერფორმანსით წარდგება.

► soundcloud.com/user-698903611

Liziuz - Liziuz is a new name emerging from the contemporary Berlin electronic Underground. His debut release will soon be released on Hospital Productions. On January 12th, for the first Hospital Productions residency, Liziuz will present a live set for KHIDI audience. 


Nastia Reigel - სანქტ-პეტერბურგელი დიჯეი და პროდიუსერი. მისი მეორე EP და დღეისათვის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “Trust, Intimacy” გამოიცა Dustin Zahn ლეიბლ Enemy Records-ზე. Nastia აგრეთვე ჩართულია სხვადასხვა აუდიო-ვიზუალურ პროექტებში.

► residentadvisor.net/dj/nastiareigel
► soundcloud.com/nastiareigel

Nastia Reigel – DJ and a Producer from Saint Petersburg. Her second EP and by now the most famous work “Trust, Intimacy” was released on Dustin Zahn’s label Enemy Records. Nastia also takes part in different audio-visual projects.


Goner – იგივე Martin Maischein. მუსიკის შექმნა Martin-მა 1996 წელს დაიწყო, ხოლო 1997 წლიდან, პროექტი 6 რელიზს ითვლის სხვადასხვა ლეიბლებზე. 2017 წელს, Goner-მა Hospital Productions-ზე გამოსცა თავისი სადებიუტო EP “Yogascum”. Goner-ის გარდა Martin-ის მუსიკალურ კარიერაში იყო სხვა პროექტებიც, როგორებიცაა: Sandbenders, Bolder, Heinrich at Hart.

► residentadvisor.net/dj/goner-2
► soundcloud.com/kerstin-bruse

Goner – Martin Maischein’s project. From 1996 Martin started making music and since 1997 project counts 6 releases on different labels. In 2017, Goner released his debut EP “Yogascum” on Hospital Productions. Apart from Goner, in his musical career, Martin had different projects like Sandbenders, Bolder, Heinrich at Hart.


I Pre-sale: 20 GEL [SOLD OUT]
II Pre-sale: 30 GEL
III Pre-sale: 40 GEL
Door: 40 GEL