KHIDI 中: JOHANNES HEIL ❚ MARKUS SUCKUT ❚ BOYD SCHIDT ❚ LIZA RIVS ❚ HATSVALI
KHIDI
13 October, 2017 00:00

FRIDAY // OCTOBER 13


Johannes Heil - გერმანელი ტექნო პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, რომელმაც ტექნო სცენაზე მოღვაწეობა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც იგი Heiko Laux-ის ლეიბლ Kanzleramt Music-ში გაწევრიანდა. Heiko Laux-მა მასში დიდი პოტენციალი დაინახა და ხელი შეუწყო. 1995 წელს მათ პირველი რელიზი გამოსცეს ლეიბლზე i220, რის შემდეგაც Heiko-მ Johannes-ს მომავალი რელიზებისთვის "Kanzleramt"-ის ქვე-ლეიბლი დაუთმო. მისმა სადებიუტო სინგლმა "Die Offenbarung" დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელში. Johannes-ი მუსიკას ძალიან კომპლექსურად უყურებს, რისი შემჩნევაც მარტივია მის ტრეკებში, რომლებშიც კარგად ჩანს თუ რამდენად ბევრი აქვს ნაფიქრი თითოეულ გადაწყვეტილებაზე. Johannes-ის ყოველ ალბომში ჩანს მისი სულიერი სამყარო, რომელსაც იგი სხვადასხვა მეთოდებით გადმოსცემს. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ჟანრით, მის შემოქმედებაში ვხვდებით როგორც ტექნოს, ასევე ელექტროს, დაბს, ემბიენტს და ეისიდს. Johannes-ის რელიზები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არის: Kanzleramt, Klang Elektronik, Cocoon RecordingsKobayashi recordings,FIGURE •, მის და Markus Suckut-ის დაარსებულ ლეილბ EXILE.-ზე სხვა. Johannes-ის დისკოგრაფია 10 ალბომსა და 77 სინგლს მოიცავს, რომლებიდანაც ჩანს თუ რამდენად კრეატიულია იგი და თუ როგორი შეიარაღებული წარსდგება მსმენელის წინაშე 13 ოქტომბერს.

► jh-records.com
► facebook.com/johannesheilofficial
► soundcloud.com/johannes-heil-official
► residentadvisor.net/dj/johannesheil


Markus Suckut - გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი, რომელიც ასევე პროექტების: #.19.21.3.11.21.20., Masuki და Tales of the Machines ავტორია. მისი დებიუტი შედგა 2010 წელს, სინგლით "Monad VI", რომელიც Lucy-ს მიერ დაარსებულ ლეიბლ Stroboscopic Artefacts-ზე გამოიცა. მიუხედავად მისი პირველი რელიზის თარიღისა, Markus-ი აქტიურად არის ჩართული ელექტრონულ მუსიკაში 1999 წლიდან, როდესაც თვითონ ისწავლა მიქსინგი და დაიწყო დიჯეინგი. მის დისკოგრაფიაში დღესდღეობით შედის 30 სინგლი და 2 ალბომი, გამოცემული ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არის: Stroboscopic Artefacts,Repitch Recordings, Figure SPC, Rekids (Official), Mosaic და სხვა. 2012 წელს მან ასევე დააარსა ლეიბლი SCKT, რომელზეც თავად უკვე 7 EP გამოსცა. 2015 წელს Markus-მა Johannes Heil-თან ერთად დააარსა ლეიბლი EXILE., მათ გამოცემული აქვთ რამოდენიმე საერთო EP.

► markussuckut.com
► facebook.com/markussuckutofc
► soundcloud.com/markussuckut
► residentadvisor.net/dj/markussuckut


Boyd Schidt - KHIDI-ს რეზიდენტ დუო Greenbeam & Leon-ის წევრის, ლეონ ლოლიშვილის ტექნო პროექტი, რომელიც დაახლოებით 8 წელია არსებობს. ამ დროის მანძილზე მისი ნამუშევრები გამოიცა რამდენიმე საინტერესო ლეიბლზე, მათ შორის: Front RecordingsMo´s Ferry Prod. დაEmote Music. 2014 წელს Boyd Schidt-ის "Morning Utopia" მოხვდა Studio R-ის კრებულში: Fred P. AKA Black Jazz ConsortiumBrendon Moeller Echologist Beat Pharmacy-სა და Zadig-ის ტრეკებთან ერთად. იმავე წელს ქართველმა არტისტმა WaveReform records-ზე გამოაქვეყნა სოლო რელიზი "Structure". დღესდღეობით ქართველი ტექნო პიონერი ჯერ კიდევ აქტიურადაა ჩართული მუსიკის შექმნასა და დიჯეინგში მსოფლიოს გარშემო, რითიც თავისი წვლილი შეაქვს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. 2017 წელს ლეონმა მეგობარ პოლონელ არტისტ N1KT-თან ერთად დაარსა დაბ ტექნო ლეიბლი 2529 KM, რომლის პირველი კრებული 9 ოქტომბერს გამოიცა და შესულია: Boyd Schidt, N1KT, Idealist და Stojche-ს ტრეკები.

► facebook.com/boydschidt
► soundcloud.com/boyd-schidt-22
► residentadvisor.net/dj/boydschidt


Liza Rivs - პარიზში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი არტისტი.

► facebook.com/lizarivs14
► soundcloud.com/liz-rivers


Hatsvali - ქართველი (და არამარტო) მსმენელისთვის კარგად ცნობილიRotKraft-ის წევრების ლაშა მარგიანისა და გიორგი ჯაფარიძის ახალი პროექტი. გასული წლების განმავლობაში მათი მუსიკა გამოიცემოდა ისეთ ლეიბლებზე როგორებიცაა: Nurvous RecordsKompakt Records,Exotic Refreshment და ა.შ. ახალი პროექტის სადებიუტო რელიზი გამოვა ლონდონში დაარსებულ ლეიბლზე KAT Records, რომელზეც გამოიცემა ისეთი არტისტების მუსიკა, როგორებიც არიან: Greg WilsonDJ Rahaanდა Alkalino. HATSVALI-ის EP მოიცავს სამ ნამუშევარს, რომლებიც 12 ინჩიან ფირფიტაზე ნოემბერში გამოიცემა.


I ლიმიტი - 20 GEL
II ლიმიტი - 30 GEL
ბილეთის ფასი კარზე - 30 GEL