KHIDI 中: ORPHX / P.E.A.R.L. / OTHR / DEMUJA / GACHA
KHIDI
10 November, 2017 00:00

FRIDAY // NOVEMBER 10


Orphx - ორი კანადელი არტისტის, Christina Sealey-სა და Rich Oddie-ს ერთობლივი პროექტი. უკვე 20 წელზე მეტია, რაც თავიანთ ნამუშევრებს სხვადასხვა ლეიბლებზე აქვეყნებენ. Orphx-ის გარდა აქვთ პროექტები: Antiform, Para და Eschaton (Ancient Methods-თან ერთად). მათი პირველი რელიზი 1993 წელს ალბომის სახით ლეიბლ Xcreteria-ზე გამოიცა, რომელიც მთლიანად კონცენტრირებული იყო ექსპერიმენტულ, ინდუსტრიულ და ნოიზ ჟღერადობებზე. პირველი რამდენიმე რელიზი Oriphix-ის სახელით გამოსცეს. მას შემდეგ, რაც მათი ფირფიტა Adam X-ის ლეიბლ Sonic Groove-ზე გამოიცა პროექტს დიდი გამოხმაურება მოყვა. ფირფიტაში ასევე შესულია ისეთი არტისტების რემიქსები, როგორებიცაა:Oscar Mulero (oficial)Percdrumcell და Svreca. 10 ნოემბერს Orphxგანსაკუთრებული 2-საათიანი ლაივ შესრულებით წარსდგება.

► orphx.com
► soundcloud.com/orphx
► residentadvisor.net/dj/orphx


PEARL / Falling Ethics - KHIDI-ს რეზიდენტი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ესპანელი პროდიუსერი და დიჯეი, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. ამავდროულად გახლავთ ლეიბლ Falling Ethics-ის მფლობელი, რომელიც 2013 წელს დააარსა. შრომისმოყვარეობისა და ინოვაციისაკენ მისწრაფების შედეგად მისი ნამუშევრები სცდება უბრალო კლუბურ საცეკვაო მუსიკის სტილს და ელექტრონული და ექსპერიმენტალური მუსიკის სხვა ფორმებს უახლოვდება. მისი ლაივ თუ დეჯეი შესრულებები ტეხილი რითმებითა და ინდუსტრიული მუსიკით შთაგონებული ღრმა ჟღერადობით ხასიათდება. სოლო კარიერის დაწყებამდე P.E.A.R.L.-ი 8 წლის განმავლობაში ტექნო დუო Agony Forces-ის წევრი იყო, თუმცა 2013 წელს საბოლოოდ დატოვა პროექტი. არტისტის მიერ შექმნილი ლეიბლის პირველი რელიზი მისივე EP "Order / Decay" იყო, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამის შემდეგ P.E.A.R.L.-მა Falling Ethics-ზე კიდევ 6 EP გამოსცა. ესპანელი არტისტი თავის მუსიკას ასევე აქვეყნდებს ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Pole Group47Tsunami RecordsAudio-AssaultPlanet RhythmWeekend Circuit და ა.შ.

► fallingethicsrecords.tumblr.com
► soundcloud.com/p-e-a-r-l
► residentadvisor.net/dj/p.e.a.r.l


OTHR - KHIDI-ს რეზიდენტი ლადუკა ნინუას პროექტი. OTHR-ის მუსიკალური სივრცე უსაზღვროა. პროექტი გამოირჩევა სპეციფიური ჰარმონიულობით, რომელიც მის ერთგვარ ხელწერად ითვლება. ემბიენთიდან დაწყებული, მძიმე და ცივი ჟღერადობით დამთავრებული OTHR წარმოადგენს არტისტის ერთგვარ შემაჯამებელ პროექტს, რომელიც თავს უყრის ლადუკა ნინუას წინა მრავალჟღერადობიან პროექტებს: Oimactta, TU JI. OTHR-ს პირველი რელიზი და ცოცხალი შესრულება 2017-ში აქვს დაგეგმილი.

► soundcloud.com/othrmsc
► residentadvisor.net/dj/othr


Demuja - ავსტრიელი დიჯეი და პროდიუსერი. მისი კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც დრამერობაზე უარი თქვა. Demuja-ს მუსიკა გამოირჩევა დისკო, ჰაუს და ტექნო ჟღერადობებით. პირველად დაუკრა "Talk is Cheap"-ის "afterparty"-ზე, რომელიც ოსლოში შედგა, რის შემდეგაც მრავალჯერ დაუკრა ისეთ ევროპულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ათენი, ბერლინი და სხვა. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო საკუთარი მუსიკის კეთება, რისკენაც Demuja-ს უბიძგა ისეთმა არტისტებმა, როგორებიცაა: Kerri ChandlerMotor City Drum Ensemble,FEEL MY BICEP და ა.შ. საკუთარი ნამუშევრები გამოსცა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Nervous RecordsFood Music და ა.შ. 2016 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ლეიბლი სახელწოდებით MUJA.

► soundcloud.com/demuja
► residentadvisor.net/dj/demuja


Gacha Bakradze - წარმატებული ქართველი პროდიუსერი და დიჯეი. გამოშვებული აქვს მუსიკა ისეთ ლეგენდარულ ლეიბლზე, როგორიცააApollo Records. აღსანიშნავია მისი სხვა პროექტებიც: Akwaaba, Winter Flags და Bakradze. არის ლეიბლ Transfigured Time-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.

► soundcloud.com/gacha
► residentadvisor.net/dj/gacha


I ლიმიტი - 20 GEL
II ლიმიტი - 30 GEL
ბილეთის ფასი კარზე - 30 GEL