Dec
13

BASSIANI / HOROOM: ANETHA / HVL / HAMATSUKI / NINASUPSA / RYDEEN

Bassiani, Akaki Tsereteli ave. 2, Tbilisi

23:55 Friday, 13 December, 2019

Description

BASSIANI: Anetha | HVL
HOROOM: Hamatsuki | Ninasupsa | Rydeen

პარიზში დაფუძნებული დიჯეი და პროდიუსერი ANETHA ფრანგული ტექნოს ახალი ტალღის წარმატებული არტისტია, რომელიც ბოლო წლებში ევროპის და ამერიკის ყველა მნიშვნელოვან კლუბსა და ფესტივალზე გვხვდება. EBM, ელექტრო და 90-იანი წლების ტექნო ჟღერადობის გავლენით ANETHA-ს მუსიკა და დაკვრის სტილი ყოველთვის აგრესიული და დინამიურია, რადგან ის აქცენტს ენერგიის მაქსიმალურად დახარჯვასა და ექსპრესიულობაზე აკეთებს.

მისი, როგორც პროდიუსერის დებიუტი 2015 წელს Work Them Records შედგა, სადაც ფრანგმა მუსიკოსმა კრებული Ophiuchus EP გამოსცა, რასაც ძალიან მალე მოჰყვა სხვადასხვა რელიზები ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Blocaus Series და Oaks. ლეიბლი Oaks კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტის, Hector Oaks-ის დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც წლების განმავლობაში ANETHA-ს დიდი მხარდამჭერია. 2018 წელს მათ ამ ლეიბლზე საერთო ჩანაწერი Acid Science გამოსცეს, რომელიც ესიდ ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირებული 4 კომპოზიციისგან შედგებოდა. თავის მხრივ ANETHA-მ ექსპერიმენტულ მუსიკაზე ორიენტირებული პლატფორმა Mama told ya დააფუძნა, რომელიც ცდილობს მსმენელს თანამედროვე საცეკვაო მუსიკის ალტერნატივა შესთავაზოს. არტისტის კომპანიონი კლუბის უცვლელი რეზიდენტი და ადგილობრიცი სცენის გავლენიანი დიჯეი და პროდიუსერი HVL იქნება.

ბოლო წლების გამორჩეულად წარმატებული ქართველი პროდიუსერი HVL როგორც BASSIANI-ს, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ერთნაირი წარმატებით ახერხებს მოცეკვავეებთან ურთიერთობას. ამჯერად ის კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე ლაივით ბრუნდება. მისი ალბომები OSTATI და RHYTHMIC SONATAS, რომლებოიც ბოლო წლების საინტერესო მუსიკალური ჩანაწერებია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს HVL-ს უნარს ზოგად მუსიკალურ სტანდარტებში ადგილობრივი კულტურის ელემენტები გემოვნებიანად და ორიგინალურად შეიტანოს.

ადგილობრივი სცენის უდავოდ გამორჩეული პროდიუსერი Hamatsuki დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ ფირფიტაში Francis Harris-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს გამოიცა. Hamatsuki-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა Gasp Records, Sensu, Orion Arm და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. NINASUPSA ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი გახდა. NINASUPSA-სთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და BOARDS OF CANADA-ს შემოქმედებით დამთავრებული. კლუბის საცეკვაო მოედნისთვის ასევე დიტო ჩიქოვანი პროექტით Mercurrio დაუკრავს, ვისთვისაც შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. რაც შეეხება დიჯეინგს და მუსიკის დაკვრას, ქართველი არტისტისთვის მთავარი მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომა და ახლებური გამოცდილების მიღებაა. საინტერესო გამოცილება იქნება დათუნა დგებუაძის ლაივის მოსმენაც, რომელიც HOROOM-ის სივრცეში Rydeen-ის სახელით წარსდგება. მიუხედავად იმისა, რომ Rydeen-ის მუსიკა მკვეთრად ექსპერიმენტული სტილის გავლენას განიცდის, დათუნა ყოველთვის ახერხებს შემოქმედებაში მელოდიურობის და ჰარმონიულობის განცდის შენარჩუნებას.


Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 30 GEL
II Basket: 40 GEL
III Basket: 50 GEL
Door: 50 GEL

Location

Click to show the map