Dec
21

DCBL: Kangding Ray / Dasha Rush / Sigha / George Effe

Mono Hall, davit bakradze 2, tbilisi

23:00 Saturday, 21 December, 2019

Description

21 დეკემბერს ივენთების სერია DCBL მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარმოგიდგენთ გერმანელ დიჯეის, პროდიუსერს, ხმის დიზაინერს და გერმანული ტექნო სცენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას David Letellier იგივე KANGDING RAY. მასთან ერთად მსმენელის წინაშე ლეიბლ Fullpanda Records-ის სულის ჩამდგმელი DASHA RUSH წარდგება, რომლის დისკოგრაფიაც დღეისათვის 15-ზე მეტ რელიზსა და კოლაბორაციას ითვლის სხვადასხვა ლეიბლებზე, ხოლო მისი აუდიო-ვიზუალური პროექტი ANTARCTIC TAKT-ის პრემიერა 2014 წელს BERLIN ATONAL-ზე შედგა. 21 დეკემბერს მსმენელის წინაშე ასევე ბრიტანელი დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლ OUR CIRCULA SOUND-ის დამაარსებელი James Shaw იგივე SIGHA წარდგება. მის რილიზებს James Ruskin-ის ლეიბლ BLUEPRINT RECORDS-ზე დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა მსოფლიოს მასშტაბით. SIGHA-ს სადებიუტო ალბომი LIVING WITH GHOSTS ლეიბლ HOTFLUSH RECORDINGS-ზე 2013 წელს გამოიცა და მარტივად მოიპოვა მსმენელის აღიარება.
არტისტებს მასპინძლობას აზერბაიჯანული კლუბ IN-ის რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერი, ბაქოს ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი GEORGE EFFE გაუწევს.

Location

Click to show the map