May
05

DECODER : KOLLEKTIV TURMSTRASSE / AUTUMN TREE [LEON] / TADE

Spacehall

23:00 Saturday, 05 May, 2018

Description

5 მაისს, SPACEHALL-ში, თბილისში დაფუძნებული ელექტრონულ მუსიკისა და ციფრული ხელოვენების ფესტივალი DECODER-ის მეექვსე სერია გაიმართება, სადაც KOLLEKTIV TURMSTRASSE, AUTUMN TREE და TADE-თან ერთად დაუკრავს.

Kollektiv Turmstrasse: გერმანელი დუო, რომელიც 1998 წელს, Christian Hilscher-ის და Nico Plagemann-ის მონაწილეობით, ქალაქ ჰამბურგში შეიქმნა. არტისტები გაცნობისთანავე მიხვდნენ, რომ მათი მეგობრობა გარდაუვალი იყო, პროექტი კი მოკლე დროში მსოფლიოს წამყვანი კლუბების და ფესტივალების მონაწილედ იქცა. სტუდიური მოღვაწეობა დუომ 2000 წლიდან დაიწყო, რის შემდეგაც მათი ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: Musik Gewinnt Freunde, Connaisseur Recordings, Diynamic Music, No Response,Cocoon, Get Physical. სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთი არტისტების კომპოზიციების რემიქსებზე როგორიც არის: Hot Chip, Trentemøller, Terry Lee Brown Jnr. და ა.შ. Kollektiv Turmstrasse-ს შემოქმედება ძირითადად მინიმალ ტექნოს და ტექ-ჰაუსის ჟღერადობით გამოირჩევა თუმცა სხვა ჟანრებთან ყოველთვის საინტერესო სინთეზს ახდენს. დაკვრის პროცესში მათთვის მსმენელთან ინტერაქცია და ემოციების გაცვლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

Tade: პროდიუსერი და DJ მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ Dash Deep Records-ზე გამოვიდა, შემდეგ იყო Underyourskin Records-ზე გამოცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა. 

Autumn Tree [Leon]: ცნობილი ქართული ტექნო კოლაბორაციის Greenbeam & Leon-ის პროექტი, რომელიც ნაკლებად აგრესიული, ჰარმონიული და მელანქოლიური ჟღერადობით გამოირჩევა.


Online Tickets: www.decoder.ge
I Basket: 20 GEL 
II Basket: 30 GEL 
III Basket / Door: 40 GEL