Mar
29

DECODER: PEGGY GOU / NINASUPSA / COSMIC LOVE ROTATION

Spacehall, Akaki Tsereteli ave. 2, Tbilisi

Friday, 29 March, 2019

Description

29 მარტს, SPACEHALL-ში, ელექტრონულ მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER წარმოგიდგენთ:

Peggy Gou - კორეელი არტისტი, რომელიც ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. მისი სეტები დეტროიტის, ლონდონის და ბერლინის ჟღერადობების სინთეზია, რაც მსმენელისთვის ყოველთვის განუმეორებელი გამოცდილებაა. მისი პირველი რელიზი EP “September War” 2016 წლის დასაწყისში გამოჩნდა. დეკოდერის ფარგლებში, Peggy ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება.

Ninasupsa - ქართველი არტისტი ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია, რომელიც ამ ბოლო დროს აქტიურად ჩნდება მსმენელის წინაშე. ნინა თავის სეტებში, ყოველთვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებს და ჟღერადობებს უხამებს, რის გამოც მისი შემოქმედების რაიმე კონკრეტულ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია.

Cosmic Love Rotation - ქართველი მუსიკოსის, ბესო მახარობლიძის პროექტია. იგი გამოირჩევა ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკის სინთეზით. მის სეტებში ძირითადად დომინირებს Acid-house, Cosmic-Disco და Electro-Industrial ელემენტები. 2015 წელს, ტექნო სცენაზე მის გამოჩენაში, დიდი როლი ითმაშა წარსულში პიანინოზე დაკვრის და აუდიტორიასთან ინტერაქციის გამოცდილებამ.

I BASKET - 40 GEL
II BASKET/DOOR - 50 GEL

Location

Click to show the map