Apr
27

KHIDI 中: AMOTIK ❚ FARCEB ❚ GREENBEAM & LEON ❚ MAXIMILIAN HERTZ ❚ SEVDA

KHIDI

00:00 Friday, 27 April, 2018

Description

FRIDAY // APRIL 27


Amotik - გამორჩეული ბერლინელი ტექნო პროდიუსერი, დიჯეი და ამავე სახელწოდების ლეიბლის მფლობელი, რომელზეც მხოლოდ საკუთარ ნამუშევრებს აქვეყნებს. მისი ჩანაწერები ასევე გამოცემულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: TOMMY FOUR SEVEN-ის 47 და LEN FAKI-ს FIGURE-ის სუბლეიბლი FIGURE JAMS.

► residentadvisor.net/dj/amotik
► soundcloud.com/amotikmusic


Farceb - დიჯეი და პროდიუსერი NICOLAS BORNIA-ს პროექტი, რომელიც სცენაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და დღეისთვის არგენტინულ მზარდ სცენაზე ერთ-ერთ განსაკუთრებულ არტისტად მიიჩნევა. მისი გამორჩეული რელიზია 2016 წელს ARTS-ის სუბლეიბლ ARTS COLLECTIVE-ზე გამოცემული EP “Phase Modulation”.

► residentadvisor.net/dj/farceb
► soundcloud.com/farceb


Greenbeam & Leon - KHIDI-ს რეზიდენტი ტექნო არტისტების, აჩი თაბუკაშვილისა და ლეონ ლოლიშვილის პროექტი, რომელიც 2002 წელს შეიქმნა. დუოს პირველი რელიზი 2007 წელს გამოიცა და მას შემდეგ საკუთარ ნამუშევრებს ისეთ ლეიბლებზე აქვეყნებენ, რომლებიცაა: ATT SERIES, FLUXUS REC, WAVEREFORM RECORDS და სხვა. ინდუსტრიულისა და ტრადიციული ტექნო ჟღერადობის სინთეზი, როგორც მათი ნამუშევრების, ასევე მათი დიჯეი სეტების მთავარ მუსიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს.

► residentadvisor.net/dj/greenbeamleon
► soundcloud.com/greenbeamandleon


Maximilian Hertz / ịR·DEN - თბილისური სცენისთვის კარგად ნაცნობი გერმანელი დიჯეი, რომლის სეტებიც ხასიათდება დისკოს, ფანკისა და ჰაუსის ჰარმონიული შერწყმით. მშობლიურ ქალაქ ბამბერგში იგი რეგულარულად აწყობს ივენთების სერია Intergalactic Larry-ს.

► residentadvisor.net/dj/maximilianhertz
► soundcloud.com/maximilianhertz


Sevda - ლადუკა ნინუას G2-ის რეზიდენტი ჰაუს პროექტი. მას კარგად ვიცნობთ სხვა პროექტებიდან, როგორებიცაა Oimactta და OTHR
დაახლოებით ორი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს: #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevda არტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისთვის ცნობილი იყო Lo-fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.
ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.

► soundcloud.com/sevdamsc


I Pre-sale: 20 GEL
II Pre-sale: 30 GEL
Door: 30 GEL