May
04

KHIDI 中 ARTS NIGHT: I HATE MODELS ❚ EMMANUEL ❚ OTHR ❚ TOKE ❚ L8

KHIDI

00:00 Friday, 04 May, 2018

Description

FRIDAY // MAY 4


I Hate Models - ახალგაზრდა ფრანგი ტექნო დიჯეი და პროდიუსერი. 2016 წელს ARTS-ზე გამოცემული EP-ს “Warehouse Memories” შემდეგ საკმაოდ მოკლე დროში თანამედროვე სცენის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიჯეი გახდა. ზემოთხსენებული EP-ს გარდა მისი გამორჩეული ნამუშევრებია: UMWELT-თან ერთად ლეიბლ RAVE OR DIE-ზე ახლად გამოცემული EP "Rave Or Die 10", აგრეთვე 2017 წელს DAX J-ს ლეიბლ MONNOM BLACK-ზე გამოცემული “State Of Control”.

► residentadvisor.net/dj/ihatemodels
► soundcloud.com/ihatemodels


Emmanuel - ARTS-ისა და მისი სუბლეიბლების დამაარსებელი იტალიელი EMMANUEL BEDDEWELA-ს ტექნო პროექტი. იგი სცენაზე პირველად 2008 წელს გამოჩნდა, თუმცა პოპულარობა 2013 წლიდან, ანუ ლეიბლის დაარსების მომენტიდან მოიპოვა. 2008 წლიდან გამოქვეყნებული აქვს 2 ალბომი და 20-მდე EP, რომლებიდანაც გამორჩეულია 2014 წელს DUSTIN ZAHN-ის ლეიბლ ENEMY RECORDS-სა და DAX J-ს MONNOM BLACK-ზე გამოცემული EP-ები.

► residentadvisor.net/dj/emmanuel
► soundcloud.com/emmanuel


OTHR - KHIDI-ს რეზიდენტის ლადუკა ნინუას ტექნო პროექტი. OTHR-ის მუსიკალური სივრცე უსაზღვროა. პროექტი გამოირჩევა სპეციფიური ჰარმონიულობით, რომელიც მის ერთგვარ ხელწერად ითვლება. ემბიენტიდან დაწყებული, მძიმე და ცივი ჟღერადობით დამთავრებული, OTHR წარმოადგენს არტისტის ერთგვარ შემაჯამებელ პროექტს, რომელიც თავს უყრის ლადუკას წინა მრავალჟღერადობიან პროექტებს:Oimactta, TU JI.

► residentadvisor.net/dj/othr
► soundcloud.com/othrmsc


Toke / Aquaj - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი თოკე ნიკოლაიშვილის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ჰაუს, დიფ ჰაუს და ელექტროზე ჟღერადობაზე. 
Toke-ს "Universe7"-მა ELECTRONAUTS-ის დაჯილდოების VIII ცერემონიალზე წლის ტრეკის ნომინაციაში გაიმარჯვა.

► residentadvisor.net/dj/toke-2
► soundcloud.com/tokenik


L8 - ქართველი მუსიკოსის ლუკა მეტრეველის პროექტი, რომელიც აერთიანებს ჰაუსისა და ელექტროს მრავალ სუბჟანრსა და ჟღერადობას. მისი ლაივ სეტები გამოირჩევა მრავალფეროვანი და სხარტი შესრულების სტილითა და ვოკალის ლაივ ელემენტებით.

► soundcloud.com/l8l8l8l


I Pre-sale: 20 GEL
II Pre-sale: 30 GEL
III Pre-sale: 40 GEL
Door: 40 GEL