Dec
13

KHIDI 中 BITE NITE: SARIN / ADAM X / UNHUMAN / PHASE FATALE

Khidi, V. Bagrationi Bridge, Tbilisi, Tbilisi

22:55 Friday, 13 December, 2019

Description

FRIDAY | DECEMBER 13

13 დეკემბერს KHIDI წარმოგიდგენთ Hayden Payne-ისა (PHASE FATALE) და Florian Engerling-ის მიერ ბერლინში დაფუძნებული ტექნო ლეიბლის BITE რიგით მეორე შოუქეისს. ლეიბლი შექმნილია არტისტების წარსადგენად, რომლებიც ოპერირებენ ტექნოს შესახებ ზოგადი, წინასწარ შექმნილი წარმოდგენის ფარგლებს გარეთ და მზარდი იმპულსით ასახავს ტექნოს მომდევნო, ევოლუციურ მდგომარეობას.

შოუქეისზე დაუკრავენ: ამერიკული ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, არაერთი პროექტის ავტორი (TRAVERSABLE WORMHOLE, THE X INITIATIVE, MASS-X-ODUS, ADMX-71) და ლეგენდარული ლეიბლ SONIC GROOVE-ის დამფუძნებელი Adam Mitchell იგივე ADAM X.
KHIDI-სა და BERGHAIN-ის რეზიდენტი, ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ნიუ-იორკელი არტისტი, ლეიბლ BITE-ის სულისჩამდგმელი და ინდუსტრიული ჟღერადობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა PHASE FATALE.
BITE-ის ოჯახის უცვლელი წევრი, პროექტების KONKURS და HUMAN PERFORMANCE LAB თანადამფუძნებელი Emad Dabiri იგივე SARIN და ბერძენი დიჯეი, პროდიუსერი, ლაივ შემსრულებელი და ბერლინური ივენთების სერია Liber Null-ის დამაარსებელი Manos Simotas პროექტიღ UNHUMAN.
არტისტებს მასპინძლობას გაუწევს BITE-ის ერთადერთი ქართველი წარმომადგენელი, KHIDI-ს რეზიდენტი, ვეტერანი დუოს GREENBEAM & LEON წევრი აჩი თაბუკაშვილი სოლო პროექტით VULKANSKI.
G2-ში B2B-ს დაუკრავენ კლუბის რეზიდენტი ლეონ ლოლიშვილი ჰაუს პროექტით AUTUMN TREE და ანონიმური არტისტი ცა - TSA.
მათთან ერთად წარდგება ლუკა მეტრეველი სასცენო სახელით L8.

TICKETS: https://khidi.ge/product/friday-13-dec
I PRE-SALE: 30 GEL
II PRE-SALE: 40 GEL
III PRE-SALE: 50 GEL
DOOR: 50 GEL

Location

Click to show the map