Jan
18

KHIDI 中 PERSEPHONIC SIRENS NIGHT: ANCIENT METHODS / AOUD / QUAL / OTHR

Khidi, V. Bagrationi Bridge, Tbilisi, Tbilisi

23:55 Friday, 18 January, 2019

Description

KHIDI // JAN 18


18 იანვარს KHIDI წარმოგიდგენთ Ancient Methods-ის მიერ 2017 წელს დაარსებული ლეიბლის, Persephonic Sirens-ის შოუქეისს. ლეიბლმა მოკლე დროში დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ინდუსტრიულ სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მხოლოდ 4 რელიზია გამოცემული. 2017 წელს Ancient Methods-ის The First Siren-მა, ხოლო 2018 წელს Aoud-ის სადებიუტო რელიზმა SE MKII ლეიბლის მუსიკალურ მრავალფეროვნებას გაუსვა ხაზი.
Ancient Methods – Michael Wollenhaupt-ის, თანამედროვე სცენის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და უკვე ლეგენდარული პროექტი. 2007 წლიდან დღემდე მისი დისკოგრაფია ათამდე სოლო რელიზს, ასევე ურიცხვ კოლაბორაციასა და რემიქსს ითვლის, როგორც Ancient Methods-ის სახელით, აგრეთვე მისი ცნობილი მეტსახელებით (Room 506, Pogo Im Säurebad …) და კოლაბორაციული პროექტებით (Ugandan Methods, Eschaton …). კარიერის მანძილზე Ancient Methods-ის ნამუშევრები გამოიცა ინდუსტრიულ და EBM მიმართულების წამყვან ლეიბლებზე (Sonic Groove, Downwards Records, Perc Trax, Hospital Productions …), ასევე საკუთარ ლეიბლებზე, Ancient Methods-სა და Persephonic Sirens-ზე. მიუხედავად იმისა, რომ Wollenhaupt-ის ძირითადი მიმართულება ინდუსტრიული ტექნოა.

Qual – William Maybelline-ის მუსიკას მსმენელი 2010 წლიდან იცნობს, იგი Dark Wave დუო Lebanon Hanover-ის თანადამაარსებელია. 2015 წლიდან კი, Qual-ის სახით, მან მსმენელს თავისი სოლო პროექტი წარუდგინა, რომელიც minimal wave-ის ჟანრის ბნელ მხარეში პოზიციონირებს. 3 წელში მის ანგარიშზე უკვე ორი ალბომია, რომლებიც იტალიურ ექსპერიმენტალურ ლეიბლ Avant!-ზე გამოიცა. უახლოეს მომავალში მისი რელიზი Persephonic Sirens-ზე გამოიცემა.

Aoud - თანამედროვე ტექნო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საინტერესო პროექტი, რომელიც, სწორედ Persephonic Sirens-ზე გამოცემული რელიზის, SE MKII-ის შემდეგ გახდა ცნობილი. EP-ში შესულმა სამივე ტრეკმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, როგორც მსმენელში, ისე დიჯეებს შორის. ამერიკელმა პროდიუსერმა იმავე სახელწოდების რელიზი 2016 წელს გამოსცა ერთ-ერთ ადგილობრივ ლეიბლზე, თუმცა მხოლოდ 2018 წელს მოიპოვა დამსახურებული პოპულარობა.

OTHR - KHIDI-ს რეზიდენტის ლადუკა ნინუას პროექტი. OTHR-ის მუსიკალური სივრცე უსაზღვროა. პროექტი გამოირჩევა სპეციფიური ჰარმონიულობით, რომელიც მის ერთგვარ ხელწერად ითვლება. ემბიენთიდან დაწყებული, მძიმე და ცივი ჟღერადობით დამთავრებული, OTHR წარმოადგენს არტისტის ერთგვარ შემაჯამებელ პროექტს, რომელიც თავს უყრის ლადუკას წინა მრავალჟღერადობიან პროექტებს: Oimactta, TU JI.

TICKETS: https://khidi.ge/product/friday-18-jan
I PRE-SALE: 30 GEL
II PRE-SALE: 40 GEL
DOOR: 40 GEL

Location

Click to show the map