ივნ
21

Spacehall: Solomun / Cosmic Love Rotation / Tade

Spacehall, აკაკი წერეთლის 2, თბილისი

23:30 პარასკევი, 21 ივნისი, 2019

აღწერა

21 ივნისს SPACEHALL-ში მსმენელის წინაშე SOLOMUN, TADE და COSMIC LOVE ROTATION წარსდგებიან.

SOLOMUN, რომელიც თამამ მუსიკალურ მოგზაურობებს და დენსფლორის გამოწვევას არასდროს ერიდება, თბილისში პირველად დაუკრავს. თავისი წარმატებული სტუდიური ნამუშევრებით, სახელგანთქმული ლეიბლებით და განსაკუთრებით კი მარათონული დიჯეი სეტებით, SOLOMUN ევროპული საკლუბო სცენის წამყვან ძალად იქცა - არტისტად, რომელიც ტრადიციულ მუსიკალურ ფორმებს თავის ინდივიდუალიზმს არგებს.

მისი კომპანიონი ქართველი პროდიუსერი და დიჯეი TADE იქნება, რომელიც 2012 წლის შემდეგ აქტიურად ჩნდება ქვეყნის ყველაზე წარმატებულ კლუბებსა და ფესტივალებზე. სხვადასხვა საინტერესო არტისტების მხარდამხარ დაკვრამ TADE ძალიან გამოცდილ და მრავალფეროვან არტისტად აქცია. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბესო მახარობლიძის პროექტი COSMIC LOVE ROTATION.

ამ პროექტის ფარგლებში ქართველი არტისტი ჰაუს და დისკო ჟღერადობას ყოველთვის განსაკუთრებულ ელფერს სძენს, რაც მისი მუსიკალური გამოცდილების და არტისტული უნარების ნათელი ილუსტრაციაა.

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად