Oct
17

Tbilisi Talks on Grime x Presented by Ash Scholem

Nikoloz Baratashvili Left Bank, 0154 Tbilisi, Georgia

20:30 Wednesday, 17 October, 2018

Description

ნიუ ლეიბორის და ეკონომიკური ცვლილელებების პიკში, როდესაც ერთ კლასს შამპანიურები ხოლო მეორეს დიდი ვალები ედოთ კისერზე, თაუერ ბლოკებიდან ლონდონს ახალი ჟღერადობა ესმოდა, ჟღერადობა რომელიც ამ სივრცისთვის ავთენტური იყო და აღარ ჰგავდა არაფერს მანამდე არსებულს. ეს გაბრაზებული ახალგაზრდების ხმა იყო, რომელიც არც მთავრობას და არც მეინსტრიმ მედიას ესმოდა.

17 ოქტომბერს ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ აირჩია ინდივიდიალურ წარმატებაზე, ჰიპერ კონკურენტულობაზე და კაპიტალისტური რეალიზმის წიაღში ნაშობმა ჟანრმა არა აპოლიტიკური, არამედ მკვეთრად გამოხატული სოციალური და პოლიტიკური ნიშა და როგორ მოახერხა თაუერ ბლოკებში შექმნილმა მუსიკამ სოციალური ცვლილელების სათავეში ყოფნა მაშინ როდესაც ამას მისგან ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ.