-
© ყველა უფლება დაცულია , 2024
Fabrika , ეგნატე ნინოშვილის ქუჩა , თბილისი
20:00 ხუთშაბათი, 30 სექტემბერი, 2021
Fuckup Nights Tbilisi vol. 24
Standard
I -
₾ 30
გაყიდულია
II -
₾ 40
გაყიდულია
|
გაყიდულია |
აღწერა |
ცხელი ზაფხულის შემდეგ, ცხელ-ცხელი Fuckup ისტორიებით ვბრუნდებით!
Startup Büro და Impact Hub Tbilisi რიგით 24-ე Fuckup Nights-ის ღონისძიებას უმასპინძლებენ.
შემოგვიერთდით და მოისმინეთ ჩვენი სპიკერების მარცხის ისტორიები.
30 სექტემბერს, 20:00 საათზე, ფაბრიკას რუფტოპზე (ნინოშვილის ქ #8) ვიკრიბებით, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით. უნდა იყოთ სრულად ვაქცინირებული ან წარმოადგინოთ სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. არ დაგავიწყდეთ პირბადეები, შორიდან მისალმება და დისტანციის დაცვა.
ღონისძიების გენერალური პარტნიროია ლიბერთი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus), Grant Thornton Georgia, ლურჯი ოკეანე, თბილისის მერია, ქარი და Watergunz.
ღონისძიების მხარდამჭერიები: Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, imitom.ge, AT.ge და BPN.ge.
I კალათა : 30 ლარი
II კალათა : 40 ლარი
რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.
ივენთის ლინკი
შეხვედრამდე!
უსაფრთხოება
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ნდობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ, კომპანია თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს თქვენი ნდობის შენარჩუნების მიზნით, შეიმუშაოს და გაატაროს უსაფრთხოების ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული ზომები.
კომპანიის ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებს, უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობასა და არაავტორიზირებული წვდომისგან/ცვლილებისგან, არასწორი გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისტემები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენც, როგორც მომხმარებელმა, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები. ჩვენს მომხმარებლებს უსაფრთხოებისათვის ვთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
ჩვენს ვებ-გვერდზე შესასვლელად, ვებ ბრაუზერში აკრიფეთ კომპანიის მისამართი www.eventer.ge
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სისტემაში შესასვლელად არ გამოიყენოთ სხვა გზები გარდა ზემოთხსენებულისა. სიფრთხილე გამოიჩინეთ არასასურველ ელექტრონულ წერილებთან მიმართებაში. არ ჩამოტვირთოთ ან გახსნათ ბმულები, სანამ არ დარწმუნდებით მათ სანდოობაში. ყურადღება: განსაკუთრებით ერიდეთ ისეთი წერილებს, რომლებიც თქვენგან პირადი მონაცემების გამჟღავნებას ითხოვენ. კომპანია არასდროს მოგთხოვთ პირადი ინფორმაციის მიწოდებას ელ-ფოსტის მეშვეობით. არ გაამჟღავნოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან პაროლი. არც ერთი ჩვენი თანამშრომელი არ მოგთხოვთ პაროლის გაზიარებას. არ ჩაიწეროთ პაროლი და არ შეინახოთ ის კომპიუტერში. გირჩევთ, პაროლი რეგულარულად განაახლოთ. თუ გაქვთ დასაბუთებული ეჭვი, რომ თქვენს სამართავ პანელში წვდომასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომპრომიტირებულია, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი ან/და დაგვიკავშირდით. ყოველთვის გამოდით მომხმარებლის პირადი სამართავი პანელიდან/სისტემიდან “გასვლა” ღილაკის მეშვეობით. დააყენეთ თქვენს კომპიტერში ანტი-ვირუსი ან სხვა ინტერნეტ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამა და ხშირად შეამოწმეთ ყველა ფაილი შესაძლო ვირუსების აღმოჩენის მიზნით. რეგულარულად განაახლეთ თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემა და ვებ ბრაუზერის პროგრამა კომპიუტერის დაცვის მიზნით.
კომპანიასთან დაკავშირებით საეჭვო შეტყობინების მიღების, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების განცხადების თაობაზე რაიმე კითხვის/კომენტარის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.