Eventer Eventer
  • მუსიკა
  • ბიზნესი
  • თეატრი
  • სპორტი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • ავტორიზაცია / რეგისტრაცია

ენის შეცვლა

  • EN

    დაარეგისტრირე მომხმარებელი ან კომპანია

    User

    მომხმარებელი ხარ?

    Company

    კომპანია ხარ?

    გამოიწერე ელ-ფოსტა

    მიიღე ინფომრაცია ღონისძიებების, საინტერესო აქტივობებისა და სპეციალური ფასდაკლებების შესახებ.

    • გადახდა
    • Visa Master Card Coin ბალანსი
    • რჩეული
    • ბილეთები
    • ყველა ღონისძიება
    • ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა
    • წესები & პირობები
    • გადახდა
    • Visa Master Card
    • Coin ბალანსი
    • Eventer
    • Facebook Instagram
    • © ყველა უფლება დაცულია , 2026

    • Facebook Instagram

    უსაფრთხოება

    ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ნდობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ, კომპანია თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს თქვენი ნდობის შენარჩუნების მიზნით, შეიმუშაოს და გაატაროს უსაფრთხოების ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული ზომები.

    კომპანიის ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებს, უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობასა და არაავტორიზირებული წვდომისგან/ცვლილებისგან, არასწორი გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისტემები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენც, როგორც მომხმარებელმა, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები. ჩვენს მომხმარებლებს უსაფრთხოებისათვის ვთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

    ჩვენს ვებ-გვერდზე შესასვლელად, ვებ ბრაუზერში აკრიფეთ კომპანიის მისამართი  www.eventer.ge

    ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სისტემაში შესასვლელად არ გამოიყენოთ სხვა გზები გარდა ზემოთხსენებულისა. სიფრთხილე გამოიჩინეთ არასასურველ ელექტრონულ წერილებთან მიმართებაში. არ ჩამოტვირთოთ ან გახსნათ ბმულები, სანამ არ დარწმუნდებით მათ სანდოობაში. ყურადღება: განსაკუთრებით ერიდეთ ისეთი წერილებს, რომლებიც თქვენგან პირადი მონაცემების გამჟღავნებას ითხოვენ. კომპანია არასდროს მოგთხოვთ პირადი ინფორმაციის მიწოდებას ელ-ფოსტის მეშვეობით. არ გაამჟღავნოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან პაროლი. არც ერთი ჩვენი თანამშრომელი არ მოგთხოვთ პაროლის გაზიარებას. არ ჩაიწეროთ პაროლი და არ შეინახოთ ის კომპიუტერში. გირჩევთ, პაროლი რეგულარულად განაახლოთ. თუ გაქვთ დასაბუთებული ეჭვი, რომ თქვენს სამართავ პანელში წვდომასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომპრომიტირებულია, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი ან/და დაგვიკავშირდით. ყოველთვის გამოდით მომხმარებლის პირადი სამართავი პანელიდან/სისტემიდან “გასვლა” ღილაკის მეშვეობით. დააყენეთ თქვენს კომპიტერში ანტი-ვირუსი ან სხვა ინტერნეტ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამა და ხშირად შეამოწმეთ ყველა ფაილი შესაძლო ვირუსების აღმოჩენის მიზნით. რეგულარულად განაახლეთ თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემა და ვებ ბრაუზერის პროგრამა კომპიუტერის დაცვის მიზნით.

    კომპანიასთან დაკავშირებით საეჭვო შეტყობინების მიღების, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების განცხადების თაობაზე რაიმე კითხვის/კომენტარის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

    წესები და პირობები

    გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული წესები და პირობები. აღნიშნული საიტის გამოყენებისას და ბილეთების შეძენისას, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ყველა შესაბამისი წესი და პირობა ავტომატურად ჩაითვლება მიღებულად თქვენს მიერ.

    სასიამოვნოა, რომ ეწვიეთ Eventer.ge–ს.

    Eventer.ge მოქმედებს აგენტის სახით, რომელიც დახმარებას უწევს მომხმარებლებს ბილეთების შეძენაში, პრომოუტერის სახელით (ქვემოთ მითითებულის შესაბამისად). აქედან გამომდინარე, ჩვენი უფლებების თანახმად და პრომოუტერების სახელით, ჩვენსა და მომხმარებლებს შორის ფორმდება წინამდებარე ხელშეკრულება,

    აღნიშნული წესები და პირობები დაყოფილია 2 ნაწილად:
    1. პრომოუტერთა მიერ წარმოდგენილი ღონისძიებ(ებ)ის ბილეთის შეძენასთან დაკავშირებული წესები და პირობები, რომელიც თქვენ აირჩიეთ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით („ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებული პირობები“); და
    2. აღნიშნული ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული წესები და პირობები („ვებ-გვერდთან დაკავშირებული პირობები“).



    ტერმინი „წესები და პირობები“ გამოიყენება ბილეთების შესყიდვასა და ვებ-გვერდთან დაკავშირებული პირობების საერთო დებულებების აღწერის მიზნით.

    1. წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

    1.1. „ჩვენ“ - შპს „Eventer.ge” (საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ID ნომერი 424069091), რომლის იურიდიული მისამართია, საქართველო, ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ., N28.
    1.2. „ღონისძიება“ - ინდივიდუალური ღონისძიება ან ღონისძიებები, რომლებიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე და რომელზე დასასწრები ბილეთებიც ხელმისაწვდომია.
    1.3. „პრომოუტერი“ - ბილეთის მიმწოდებელი მესამე მხარე ან მიმწოდებლები. ღონისძიება შეიძლება ითვალისწინებდეს ღონისძიების ჩატარების ადგილს, ბენდს, პრომოუტერს ან ღონისძიების ორგანიზატორს.
    1.4. „ბილეთები“ და „შეკვეთები“ - დაშვების უფლება ჯავშნის კოდის საშუალებით.
    1.5. „ვებ-გვერდი“ წარმოადგენს საიტს, სადაც ხელმისაწვდომია ბილეთები და რომლის საშუალებითაც რეკლამირებას ვუწევთ ღონისძიებებს.
    1.6. “თქვენ“ - პირები, რომლებიც აღნიშნული ვებ-გვერდის გამოყენებით ახდენენ ბილეთის შეძენას.

    ბილეთების შეძენასა და ვებ-გვერდთან დაკავშირებულ პირობებს შორის რაიმე სახის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უკანასკნელს.

    2. ბილეთის შეძენასთან დაკავშირებული პირობები

    2.1. ბილეთების შესყიდვა
    2.1.1. პიროვნებას ღონისძიებაზე დასწრების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენს მისთვის მინიჭებული ჯავშნის კოდს, რომელიც მას ელექტრონულად მიეწოდება აღნიშნული ვებ-გვერდის საშუალებით.
    2.1.2.ვებ-გვერდზე არ განვათავსებთ ფაქტობრივ ფიზიკურ ბილეთებს, თუ სხვანაირად არ არის განსაზღვრული.

    2.1.3. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვახორციელებთ ბილეთების შესყიდვას, ბილეთის ფასების დადგენას ან ღონისძიებაზე დასასწრები ადგილების შერჩევას. პრომოუტერის სახელით, ჩვენ ვაგროვებთ ბილეთისთვის გადახდილ თანხას და ვაწვდით მას ჯავშანთან დაკავშირებულ ზუსტ ინფორმაციას. ბილეთებსა და ღონისძიებაზე დასწრების უფლებას ანიჭებს პრომოუტერი და აღნიშნული საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჩვენ არ გვეხება.

    2.1.4. თქვენს მიერ გადმოგზავნილი მოთხოვნა ბილეთების შესყიდვაზე, აღნიშნულ საიტზე დაჯავშნის სისტემის გამოყენებით, წარმოადგენს დაკვეთას, რომელიც შესრულდა წინამდებარე ბილეთების შესყიდვის პირობების თანახმად. დაკვეთა გენერირდება თქვენს მიერ, საიტის კალათების გვერდზე ღილაკ „გადახდაზე“ დაჭერით. პრომოუტერის სახელით, თქვენი დაკვეთის მიღება ჩვენს მიერ ჩაითვლება შესრულებულად, მას შემდეგ რაც მოხდება თქვენი სადებეტო/საკრედიტო ბარათიდან თანხის ჩამოჭრა და მოგივათ დასტური თქვენი დაკვეთის შესახებ.

    2.1.5. ბილეთების შეძენის მიზნით, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და შექმნათ მომხმარებლის ანგარიში (ან გაიაროთ ავტორიზაცია უკვე შექმნილ ანგარიშზე). ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პოლიტიკა). თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ჩვენი ვებ-გვერდი ან სხვა ხელმისაწვდომი მომსახურებები, თუ არ დაეთანხმებით აღნიშნულ პოლიტიკას კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ, ასევე, ჩვენს წესებსა და პირობებს.

    2.1.6. ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით ბილეთის შეძენის უფლება აქვთ მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე, თქვენი ასაკი უნდა შეესაბამებოდეს იმ ასაკობრივ შეზღუდვას, რომელიც დაწესებულია კონკრეტულ ღონისძიებაზე (ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად).

    2.1.7. აღნიშნულ ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ შეარჩიოთ ბილეთი, თქვენი სურვილის შესაბამისად და დაამატოთ კალათაში. გთხოვთ, ყურადღებით შეამოწმეთ თქვენს მიერ განხორციელებული შესყიდვის დეტალები დადასტურებამდე და გადაიხადოთ საფასური ღილაკი „გადახდა“-ზე დაჭერით.

    2.1.8. მას შემდეგ, რაც გადმოაგზავნით მოთხოვნას ბილეთების შეძენის თაობაზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე ოფიციალურად ცნობილი ფასებით და შეიყვანთ თქვენს სადებეტო / საკრედიტო ბარათის მონაცემებს, ჩვენ მივიღებთ თქვენს დაკვეთას და დავადასტურებთ ჯავშანს თქვენი უნიკალური შეკვეთის კოდის მითითებით.

    2.1.9. ბილეთის შეძენასთან დაკავშირებით თქვენი დაკვეთის დადასტურების შემდეგ, თქვენს სადებეტო/საკრედიტო ბარათს ჩამოეჭრება ბილეთის საფასური და ჩვენი მომსახურების საკომისიო. ბილეთისა და ჩვენის მომსახურების საკომისიოს ზუსტი ოდენობა, მითითებული იქნება თქვენს კალათაში, შესყიდვის დადასტურებისა და ღირებულების გადახდამდე. ბილეთის სრულ ღირებულებას ჩვენ ვურიცხავთ პრომოუტერს. ჩვენი მომსახურების საფასური არის ცალკეული გადასახადი, რომელიც ჩამოგეჭრებათ ჩვენს საიტზე ბილეთების შეძენის შემთხვევაში (აღნიშნული მოიცავს დღგ–ს). თუ გსურთ ბილეთის ნომინალური ღირებულების დღგ–ს ანგარიშ-ფაქტურის მიღება, უნდა დაუკავშირდეთ პრომოუტერს.

    2.1.10. სანამ თქვენი გადახდა მუშავდება და თქვენი დაკვეთა არ იქნება დადასტურებული ჩვენს მიერ, დაკვეთის უნიკალური კოდი არ არის მოქმედი.

    2.1.11. ჩვენს ვებ-გვერდზე ჩვენ არ განვათავსებთ ფაქტობრივ ფიზიკურ ბილეთებს, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული. გთხოვთ, შეამოწმეთ შესყიდვის დეტალები, ჩვენს მიერ თქვენი დაკვეთის დადასტურების შემდეგ.

    2.1.12. გთხოვთ, შეინახოთ დაკვეთის უნიკალური კოდი უსაფრთხო ადგილას, რადგან ნომრის გარეშე თქვენ ვერ მოახერხებთ ღონისძიებაზე დასწრებას. (იხილეთ „ღონისძიებაზე დაშვების უფლების მიღება“).

    2.2. ღონისძიებაზე დაშვების უფლების მიღება

    2.2.1. დაკვეთის უნიკალური კოდი გენერირდება თითოეულ შენაძენზე, წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. გთხოვთ, გაეცანით აღნიშნულ წესებსა და პირობებს, ღონისძიებაზე დასწრებამდე.

    2.2.2. ღონისძიებას აუცილებლად უნდა დაესწროს პირი, რომელმაც შეიძინა ბილეთები და თან უნდა ახლდეს ის პირები, რომლებისთვისაც განხორციელდა ეს შეძენა. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ხართ ზრდასრული პირი, რომელმაც ბილეთები შეიძინა ბავშვებისთვის, აუცილებლად უნდა დაესწროთ ამ ღონისძიებას. ზოგიერთ ღონისძიებაზე და გარკვეული ბილეთის ტიპზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, შემსყიდველი ვალდებულია თავად მოიძიოს ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ.

    2.2.3. ღონისძიებაზე შესვლისას აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ თქვენს ბილეთებზე მინიჭებული დაკვეთის უნიკალური კოდი, თქვენი სახელი, საფოსტო ინდექსი და ფოტოგრაფიული ან ხელმოწერითი საიდენტიფიკაციო საბუთი. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომელთა სახელზეც არის შეძენილი ბილეთები და არა თანმხლები პირებისთვის; მიუხედავად ამისა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერმა პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი ან დოკუმენტი, შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში (იხილეთ „ასაკობრივი შეზღუდვები, საშეღავათო ფასები, დაშვების უფლება“).

    3. ღონისძიების ჩატარების ადგილთან დაკავშირებული წესები და დადგენილებები

    3.1. ღონისძიების ჩატარების ადგილზე, ბილეთები გაიცემა პრომოუტერის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პრომოუტერისგან. თქვენ და ბილეთების მფლობელმა სხვა პირებმა, უნდა დაიცვათ ყველა შესაბამისი წესები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პირობები და დებულებები, ღონისძიების ჩატარების ადგილას, ღონისძიებაზე დასწრების პერიოდში. ზოგადად ვრცელდება შემდეგი პირობები: პრომოუტერი, ღონისძიების ჩატარების ადგილის ადმინისტრაცია და ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც შეტანილ იქნა ღონისძიებაზე დასწრებისას. პრომოუტერის გადაწყვეტილების თანახმად, შესაძლოა არ იყოს ნებადართული ღონისძიების დატოვება და დარბაზში ხელახლა შესვლა. ბილეთების მფლობელები ინფორმირებულნი არიან რომ ოფიციალური მერჩენდაიზინგი ნებადართულია მხოლოდ დარბაზის შიგნით.
    3.2. პრომოუტერთან ჩვენ გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება, რომლის საშუალებითაც ჩვენ გვენიჭება დაკვეთის უნიკალური კოდების ფლობის და მათი გამოყენების უფლება ბეჭდურ ბილეთებზე ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც ხელმისაწვდომია კონკრეტული ღონისძიებისთვის.
    3.3. ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა სარეკლამო ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე პრომოუტერის სახელით, მოწოდებულია პრომოუტერის მიერ. გთხოვთ, გადაამოწმეთ ღონისძიების დეტალები, ღონისძიების ჩატარების ადგილზე და/ან პრომოუტერთან, ღონისძიებაზე წასვლამდე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესაძლებლობისთანავე განვაახლოთ ინფორმაცია, თუმცა პასუხს არ ვაგებთ, რაიმე სახის ცდომილებაზე.
    3.4. ჩვენ გთავაზობთ, შეიძინოთ ბილეთები პრომოუტერებისგან აღნიშნული ვებ-გვერდის საშუალებით. კანონის სრული დაცვით, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ პრომოუტერის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ მოწოდებული ბილეთებზე და სხვა საქონელზე. ნებისმიერ გარემოებაში ჩვენ პასუხისმგებელნი არ ვართ რაიმე სახის არაპირდაპირ, ირიბ ზარალზე, მოგების დაკარგვაზე, მონაცემებზე, შემოსავალზე, ბიზნეს შესაძლებლობებზე, მოსალოდნელი დანაზოგებზე, კომპანიის იმიჯზე ან რეპუტაციაზე, რომელიც წარმოშობილია აღნიშნული კონტრაქტიდან, არასამართლებრივი ქმედებით ან გამომდინარეობს წინამდებარე შეთანხმების ან ვებ-გვერდის საშუალებით განხორციელებული შესყიდვებიდან, რომლის მიხედვითაც, კანონის შესაბამისად, მსგავსი სახის პასუხისმგებლობის აცილება შეუძლებელია. 3.5. ღონისძიების შინაარსთან ან ხარისხთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი სახის დავა, ან პრომოუტერთან, ღონისძიების ჩატარების ადგილთან, შემსრულებლებთან ან მათ წარმომადგენლებთან დაკავშირებული ქმედებები, განიხილება თქვენსა და პრომოუტერს შორის.
    3.6. წინამდებარე პირობების არცერთი დებულება არ ზღუდავს ან არ გამორიცხავს ჩვენს ვალდებულებას პასუხი აგოს რომელიმე პირის სიკვდილის, ფიზიკური დაზიანების ან მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის შემთხვევაში, რომელიც ჩადენილია ჩვენი, ჩვენი თანამშრომლების ან დირექტორების დაუდევრობით.

    4. ღონისძიების ანაზღაურება, გაუქმება, გრაფიკის შეცვლა

    4.1. შეძენილი ბილეთების თანხა არ ანაზღაურდება, თუ:
    (ა) ღონისძიება არ გაუქმდა;
    (ბ) ღონისძიება გადაიდო და გადაწყვიტეთ, რომ არ შეინარჩუნოთ ჯავშანი გადადებული ღონისძიებისთვის; ან
    (გ) მნიშვნელოვნად შეიცვალა ღონისძიების დეტალები, ბილეთის შეკვეთის შემდეგ (მნიშნელოვანი ცვლილებები გულისხმობს მონაწილეების ან ღონისძიების ჩატარების ადგილის ცვლილებას).
    4.2. უზრუნველყოფილი იქნება ბილეთის ნომინალური ღირებულების ანაზღაურება, იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა 4.1 მუხლის (ა), (ბ) ან (გ) პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები. ჩვენი მომსახურების საკომისიო არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
    4.3. თუ ღონისძიება გაუქმდა, გადაიდო ან დეტალები მნიშვნელოვნად შეიცვალა და თუ აღნიშნულის შესახებ პრომოუტერმა მოგვაწოდა ინფორმაცია, დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებით, ელ–ფოსტის საშუალებით, რომელიც თქვენ მითითებული გაქვთ ვებ-გვერდის „ჩემი ანგარიშის“ სექციაში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ მიიღეთ აღნიშნული შეტყობინება, რადგან არ განაახლეთ თქვენი ელ–ფოსტის მისამართი, რომელიც თქვენს ანგარიშზე გქონდათ მითითებული, აღნიშნულ ცდომილებაზე ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი.
    4.4. თუ ღონისძიება გაუქმდა და აღნიშნულის შესახებ პრომოუტერმა მოგვაწოდა ინფორმაცია, აუცილებლად აგინაზღაურდებათ ბილეთის ნომინალური ღირებულება: თქვენ არ დაგჭირდებათ გვაცნობოთ ამის შესახებ ან შემოიტანოთ განაცხადი თანხის დაბრუნების თაობაზე.
    4.5. თუ ღონისძიება გაუქმდა და აღნიშნულის შესახებ ჩვენ პრომოუტერმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია (შესაბამისად, ამ საკითხის შესახებ ვერ შეგატყობინეთ), თქვენ უნდა გვაცნობოთ არშემდგარი ღონისძიების შესახებ არაუგვიანეს 48 საათისა, თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
    4.6. იმ შემთხვევაში, თუ პრომოუტერი შეგვატყობინებს ღონისძიების გადადების (ზემოთ მითითებული 4.1. მუხლის (ბ) პუნქტის შესაბამისად) ან დეტალების მნიშნელოვანი ცვლილებების (ზემოთ მითითებული 4.1. მუხლის (გ) პუნქტის შესაბამისად) შესახებ, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ შეგეძლებათ შეინარჩუნოთ გადადებული ან შეცვლილი ღონისძიების ჯავშანი ან აგინაზღაურდებათ ბილეთის ნომინალური ღირებულება.
    4.7. იმ შემთხვევაში, თუ არ შეგვატყობინებთ, რომ გსურთ თანხის დაბრუნება, ღონისძიებამდე 2 დღით ადრე, ჩაითვლება რომ თქვენ გადაწყვიტეთ დაკვეთის შენარჩუნება, რომლის შემდეგაც, თქვენ გიუქმდებათ უფლება თანხის დაბრუნების შესახებ.
    4.8. თუ ღონისძიება გადაიდო, დეტალები მნიშვნელოვნად შეიცვალა და პრომოუტერმა ამის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა (შესაბამისად, ვერ შეგატყობინეთ აღნიშნული ცვლილების შესახებ) და გსურთ, თქვენი თანხის უკან დაბრუნება, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა შეგვატყობინოთ, ღონისძიების თავდაპირველ თარიღამდე არა უგვიანეს 48 საათისა.
    4.9. თუ ღონისძიება გადაიდო (ზემოთ მითითებული 4.1 მუხლის (ბ) პუნქტის შესაბამისად) ან დეტალები მნიშვნელოვნად შეიცვალა (ზემოთ მითითებული 4.1 მუხლის (გ) პუნქტის შესაბამისად) და გადაწყვიტეთ, რომ შეინარჩუნოთ ჯავშანი, უფლება არ გექნებათ მოითხოვოთ ბილეთის ნომინალური ღირებულების, ჯავშნის საფასურის ან ნებისმიერი სხვს თანხის კომპენსირება.
    4.10.ბილეთის ყიდვისას, შეცდომის დაფიქსირების ან ღონისძიებაზე ვერ მოსვლის შემთხვევაში, ასევე სხვა მსგავსი მიზეზები, არ წარმოადგენენ თანხის დაბრუნების მოთხოვნის ან შეძენილ ბილეთებში ცვილების შეტანის საფუძველს. შესყიდული ბილეთების საფასური ანაზღაურდება მხოლოდ ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული ხარვეზის გამო ან ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში.
    4.11. ნებისმიერ შემთხვევაში თანხის დაბრუნების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები მხარე არის ორგანიზატორი, შესაბამისად თანხის დაბრუნების საკითხს წყვეტს ორგანიზატორი. თანხის ანაზრაურება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ,,Eventer“-ის ასევე ორგანიზატორის მიერ.

    5. ბილეთების გადაცემა
    5.1. ბილეთების შეძენისას აღნიშნული საიტის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით შემდეგს:
    – ბილეთების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი ან თანმხლები პირების მიერ,
    – არ უნდა გადასცეთ ბილეთები სხვას,
    – არ უნდა გაყიდოთ ბილეთები ნებისმიერი გზით,
    – თუ ბილეთს გადასცემთ სხვას, ბილეთი გაუქმდება და მფლობელს არ ექნება ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა.
    – ბილეთის გადაყიდვის შემთხვევაში, ბილეთი გაუქმდება და მფლობელს არ ექნება ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა.
    – თუ დავრწმუნდებით, რომ ცდილობთ ბილეთების გადაყიდვას, თქვენი შეკვეთა გაუქმდება.

    5.2. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაუქმოთ შეძენილი ბილეთები, თუ დავრწმუნდით რომ მისი შესყიდვა მოხდა თაღლითობის გზით.

    6. ასაკობრივი შეზღუდვები, საშეღავათო ფასები, დაშვების უფლება

    6.1. ზოგიერთ ღონისძიებასა და ბილეთის ტიპზე დაწესებულია ასაკობრივი შეზღუდვა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ღონისძიების შესახებ ინფორმაციის ველში აღნიშნული საკითხი დეტალურად იყოს განხილული. გთხოვთ, წაიკითხეთ ინფორმაცია ღონისძიების/თქვენს მიერ შეძენილი ბილეთის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

    6.2. ზოგიერთი კატეგორიის ბილეთებზე წესდება დაბალი ტარიფები, მაგალითად, სტუდენტებზე, 18 წელს ქვემოთ ასაკის პირებზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეიძინეთ შეღავათიანი ბილეთები, შესვლისას უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი, რომ ბილეთის თითოეულ მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს კონკრეტული საშეღავათო ფასებით. თუ თქვენ ვერ შეძლებთ საბუთის წარდგენას, მოგიწევთ ბილეთზე დაწესებული ღირებულების სხვაობის გადახდა სალაროში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ბილეთი გაუქმდება. თუ თქვენ უარი გეთქვათ ღონისძიების დასწრებაზე, თქვენს მიერ გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.

    6.3. ლაზერული კალმები, მობილური ტელეფონები, ცხოველები და ბილეთის მფლობელების მიერ მოტანილი საკვების დაშვება ღონისძიების ჩატარების ადგილზე აკრძალულია.

    7. ბილეთებზე ხელმისაწვდომობა

    7.1. ზოგიერთ ღონისძიებასა და ბილეთის ტიპზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია ან განსაზღვრულია ბილეთების შეძენის მაქსიმალური რაოდენობა ერთ პირის მიერ. აღნიშნული შეზღუდვები მითითებულია საინფორმაციო ველში ან ხელმისაწვდომია შეძენის პროცესში. თუ თქვენ შეიძენთ ბილეთებს დადგენილი შეზღუდვების დარღვევით ან მოახდენთ ნებადართულ მაქსიმუმზე მეტი ბილეთის შეძენას, ჩვენ უფლება გვაქვს, გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა.

    7.2. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება სხვა სავაჭრო წერტილებსა და სალაროებშიც. ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ბილეთების რაოდენობა ასახავს ჩვენს დარჩენილ ადგილებს, რომელსაც აკონტროლებს მფლობელი/პრომოუტერი და ეს არ ასახავს ღონისძიებისთვის დარჩენილი ბილეთების სრულ რაოდენობას.

    8. ვებ-გვერდთან დაკავშირებული პირობები

    8.1. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით, ავტომატურად ეთანხმებით შემდგომ წესებსა და პირობებს. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყოთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც გამოიყენებს ვებ-გვერდს თქვენი პროფილის საშუალებით ეთანხმება წინამდებარე წესებს და პირობებს.
    8.2. ვებ-გვერდს გააჩნია ბალანსის ფუნქცია, მომხმარებლების მიერ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გადახდის განხორციელების მიზნით. მომხმარებლის ბალანსზე ასახული თანხა გამოყენებულ უნდა იქნას ბილეთის (ბილეთების) ან სხვა სერვისის შესაძენად. ბალანსზე დარიცხული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
    8.3. ვებ-გვერდზე შესაძლებელია კომპანიის (ბრენდის) რეგისტრაცია.
    8.3.1. რეგისტრაციისას ეთითება კომპანიის დასახელება (შპს ან სხვა), კომპანიის საიდენთიფიკაციო კოდი და სხვა დამატებითი ინფორმაცია;
    8.3.2. კომპანიის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი და ზუსტი;
    8.3.3. რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი ადასტურებს, რომ ის არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვიული პირი და ადასტურებს, რომ მოქმედებს კომპანიის (ბრენდის) სახელით;
    8.3.4. რეგისტრირებული კომპანია პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ შევსებულ ინფორმაციაზე და შემდეგში განხორციელებულ მოქმედებებზე;
    8.3.5. იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი არ აღმოჩნდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვიული პირი პასუხისმგებლობა ეკისრება მას პირადად.
    8.4. კომპანია რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მას როგორც საიტის მომხმარებელს შეუძლია განათავსოს კომპანიის (ბრენდის) ღონისძიება. კომპანია ადასტურებს, რომ ღონისძიება ეკუთვნის მას, ის არის რეალური და ღონიშზიების შესახებ წარმოდგენილია უტყუარი ინფორმაცია.
    8.5. კომპანია ან/და რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი პასუხს აგებს 8.10. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დაღვევისთვის.

    9. ვებ-გვერდსა და ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა

    9.1. ჩვენ ვზრუნავთ, რომ უზრუნველვყოთ თქვენი უწყვეტი ხელმისაწვდომობა ვებ-გვერდზე, თუმცა შესაძლებელია ვებ-გვერდთან წვდომა შეწყდეს ან შეიზღუდოს ნებისმიერ დროს.
    9.2. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ პერიოდულად შევცვალოთ, ჩავანაცვლოთ ან წავშალოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენს გვერდზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
    9.3. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმ ვებ-გვერდის შინაარსზე, რომლის დამაკავშირებელი ბმული შესაძლოა განთავსებული იყოს ჩვენს ვებ-გვერდზე.

    10. ინტელექტუალური საკუთრება

    10.1. საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშნები და სხვა ყველა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, მათ შორის, საიტის დიზაინი, ტექსტი და გრაფიკა, მათი შერჩევა და რეგულირება, ყველა სახის პროგრამული კომპილაციები, მთავარი პროგრამული კოდი და კომპიუტერული პროგრამები (მათ შორის, აპლეტები) წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას ან სალიცენზიო უფლება ამჟამად მინიჭებულია ჩვენთვის, ჩვენი სუბსიდიარი კომპანიებისთვის ან მსგავსი ინფორმაციის პროვაიდერებისათვის. ყველა საავტორო უფლებები დაცულია. ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე, აკრძალულია წინამდებარე წესებისა და პიროების რეპროდუქცია ან ხელმეორედ გამოცემა/გავრცელება. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ან დაბეჭდოთ ასლი, არაკომერციული, ოფლაინ გამოყენების მიზნით.
    10.2. თქვენ უნდა ფლობდეთ შესაბამის საავტორო უფლებებს ყველა იმ მასალებზე, რომლებსაც განათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე. მსოფლიო მასშტაბით თქვენ გვანიჭებთ ექსკლუზიურ, უსასყიდლო, უვადო ლიცენზიას გამოვიყენოთ, დავაკოპიროთ, გავავრცელოთ, გამოვაქვეყნოთ და გადავცეთ ამგვარი მასალები, ნებისმიერი სახით, ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის პირობების დაცვით.

    11. პასუხისმგებლობის გამორიცხვა

    11.1. ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და შეტყობინების შემთხვევაში, შესაძლებლობისთანავე ჩავასწოროთ ნებისმიერი სახის შეცდომა ან ხარვეზი. ჩვენ არ ვაკონტროლებთ, ვამოწმებთ ან ვადასტურებთ მესამე მხარეების, მათ შორის, პრომოუტერების მიერ გადმოცემულ, ვებ-გვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას. მოქმედი კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში,
    არ ვიძლევით გარანტიასა და არ ვადასტურებთ რომ (გამოხატული ან ნაგულისხმევი), ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია არის ზუსტი. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი იქნება უშეცდომო და არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის შეცდომაზე ან ხარვეზზე. 11.2. ინტერნეტის საშუალებით, მონაცემთა ელექტრონული გადაცემის ხასიათის გამო, ნებისმიერი სახის ვალდებულება, რომელიც გვაკისრია დანაკარგების ან მოთხოვნების შემთხვევაში, რომლებიც წარმოიშობა ვებ-გვერდზე წვდომის შეფერხების, საიტის ნებისმიერი სახით გამოყენების ან ვებ-გვერდის საშუალებით გადაცემული მონაცემების გამოყენების გამო, გამორიცხულია სრულად, კანონმდებლობის სრული დაცვით. არ ვაგებთ პასუხს არაპირდაპირი, ირიბი ზარალის, მოგების დაკარგვის, მონაცემების, შემოსავლის, ბიზნეს შესაძლებლობის, მოსალოდნელი დანაზოგების, იმიჯის ან რეპუტაციის დაკარგვის შემთხვევაში, რომელიც წარმოშობილია აღნიშნული კონტრაქტიდან, არასამართლებრივი ქმედებით ან გამომდინარეობს წინამდებარე შეთანხმების ან ვებ-გვერდის საშუალებით განხორციელებული შესყიდვებიდან, რომლის მიხედვითაც, კანონის შესაბამისად, მსგავსი სახის პასუხისმგებლობის აცილება შეუძლებელია.
    11.3. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა საფრთხის შემცველი ელემენტისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ტექნიკას, შესაბამისად, თქვენ თავად უნდა იზრუნოთ უსაფრთხოების ზომებზე.

    12. ელ–ფოსტის მისამართი და პაროლი

    12.1. ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, თქვენ უნდა მიუთითოთ ელ–ფოსტის მისამართი და პაროლი, რომელიც გამოიყენება ვებ-გვერდის გარკვეულ შეზღუდულ ნაწილებზე ხელმისაწვდომობისთვის. აღნიშნული წარმოადგენს პირად ინფორმაციას, რომლის კონფიდენციალურობა დაცულია.
    12.2. თქვენი ელ–ფოსტის მისამართისა და პაროლის საშუალებით, ჩვენ გვეძლევა თქვენი იდენტიფიკაციის საშუალება, შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ პასუხს აგებთ ვებ-გვერდზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის განთავსებასა და ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი მომსახურებების მიღების ანგარიშსწორებაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდება თქვენი პროფილის სხვა პირის მიერ გამოიყენება. თქვენს ელ–ფოსტის მისამართსა და პაროლთან დაკავშირებული ნებისმიერი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ.
    12.3. მომხმარებელს უფლება არ აქვს მოახდინოს სისტემის ადაპტაცია ან გამოიყვანოს ის მწყობრიდან, რომელიც დაკავშირებულია ვებ-გვერდის ფუნქციონირებასთან ან დაუკავშირდეს ვებ გვერდს სხვა მიზნებისთვის, გარდა სტანდარტული ოპერაციებისა.

    13. მომხმარებლების მიერ განთავსებული ინფორმაცია

    13.1. მომხმარებლის მიერ ჩვენს-ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას, რომელზეც ვრცელდება შეზღუდვები, მითითებული ნაწილში „ვალდებულების გამომრიცხავი გამონაკლისები“
    13.2. ვებ-გვერდზე მონაცემების განთავსების შემთხვევაში, ინფორმაციის სისწორეზე, სისრულესა და საჭიროების შემთხვევაში, განახლებაზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
    13.3. ვებ-გვერდზე მონაცემების განთავსების შემთხვევაში, თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ატვირთული ინფორმაცია არ არის მცდარი, მადისკრიდიტირებელი, შეურაცხმყოფელი, სხვა სახის არასასურველი ან მესამე მხარეების უფლებების ან მოქმედი კანონების დამრღვევი მონაცემები.
    13.4. თქვენ იძლევით გარანტიას, რომ მიიღეთ ყველა სახის უსაფრთხოების ზომა, რათა ვებ-გვერდზე თქვენს მიერ განთავსებული მონაცემები არ შეიცავს ვირუსებსა და სხვა საფრთხის შემცველ ელემენტს, რამაც შესაძლოა ვებ-გვერდის ნებისმიერ ნაწილზე ან სხვა ტექნოლოგიაზე მავნე და გამანადგურებელი ეფექტი იქონიოს.
    13.5. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ (ჩვენი უფლებების შეზღუდვის გარეშე მოვიძიოთ სხვა საშუალება), წავშალოთ ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მასალა, რომელიც ეწინააღმდეგება იმ პირობებს და წესებს, რომლებიც დადგენილია სექციისთვის „მომხმარებლების მიერ განთავსებული მასალები“.

    13.6. თქვენ უნდა აანაზღაუროთ ჩვენთვის მოყენებული ნებისმიერი ზარალი და დანაკარგი (მათ შორის და შეუზღუდავად, ეკონომიკური დანაკარგი), რაც გამოწვეულია თქვენს მიერ სექცია „მომხმარებლების მიერ განთავსებული მასალები“–ს წესებისა და პირობების დარღვევით.

    14. შეწყვეტა

    14.1. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, შევწყვიტოთ თქვენი დაშვება ვებ-გვერდზე და/ან თქვენს მიერ შეძენილ ბილეთებზე, დაუყოვნებლივ და შეტყობინების გარეშე, ასევე, გავაუქმოთ თქვენი ბილეთი, შესაბამისად, თქვენ ვერ შეძლებთ ღონისძიებაზე დასწრებას, იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევთ წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერ დებულებას.
    14.2. თქვენ ვალდებული ხართ, ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით შეატყობინოთ შპს „Eventer.ge”–ს, ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს აგებთ ვებ-გვერდზე თქვენს მიერ განხორციელებული ქმედებებით გამოწვეულ შედეგზე. ნებისმიერი მსგავსი სახის შედეგი ჩაითვლება ბათილად შპს „Eventer.ge“–ს მიერ, რომელიც აისახება ბილეთის გაუქმებასა და შპს „Eventer.ge”-ს მიერ სხვა ხარჯების ჩამოჭრაზე.

    15. ბილეთის შეძენასა და წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები და პირობები

    15.1. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი წესისა და პირობის დებულება ხდება ბათილი, მიიჩნევა არაკანონიერად ან შესრულება შეუძლებელია, მსგავსი სახის დებულება უქმდება, ხოლო წესებისა და პირობების დანარჩენი დებულებების იურიდიული ძალა რჩება უცვლელი.
    15.2. ჩვენ უფლება გვაქვს შევცვალოთ ვებ-გვერდთან დაკავშირებული ნებისმიერი პირობა, ნებისმიერ დროს და ვებ-გვერდზე განვათავსოთ განახლებული წესები და პირობები. ნებისმიერი სახის ცვლილება მოქმედია ვებ-გვერდზე განთავსებიდან 3 (სამი) დღის შემდეგ. ჩვენ უფლება გვაქვს შევცვალოთ ბილეთის შეძენასთან დაკავშირებული პირობები ნებისმიერ დროს და ყოველი შეძენისას, მოდიფიცირებული პირობების უზრუნველყოფით. ვებ-გვერდისა და მისი მომსახურებების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს, საიტის გამოყენების და შეძენის განხორციელების დროს, შესაბამისად, თქვენ უნდა შეამოწმოთ წინამდებარე პირობები თითოეულ ჯერზე, როცა ვებ-გვერდზე ავტორიზაციას გაივლით და მოახდენთ ბილეთის შეძენას.
    15.3. წინამდებარე წესებსა და პირობებთან დაკავშირებული ყველა სახის შენიშვნა, გარანტია და შესწორება მოქმედი იქნება, ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში.
    15.4. წინამდებარე წესები და პირობები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეული მხარისთვის უპირატესობა ენიჭება საქართველოს სასამართლოების იურისდიქციას.
    15.5. არცერთი მხარე პასუხს არ აგებს მეორე მხარის წინაშე იმ ქმედებებზე, რომელიც დაკავშირებულია ღონისძიებასთან, რომელზეც მას არ გააჩნდა კონტროლი.
    15.6. მხარეებმა არ უნდა გადასცენ წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ სხვა მხარეს, მეორე მხარის თანხმობის გარეშე. მიუხედავად ამისა, თქვენ უფლება გაქვთ თანხმობა განაცხადოთ გადაცემაზე, Eventer.ge-ს გაყიდვის შემთხვევაში ან ჯგუფის რეორგანიზაციის შემთხვევაში.
    15.7. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობის შესრულება არ შეიძლება გავრცელდეს, იმ პირზე, რომელიც არ წარმოადგენს ამავე ხელშეკრულების ნაწილს, თანახმად 1999 წლის კონტრაქტის აქტისა (უფლებები და მესამე მხარეები), გარდა შემდეგი წესებისა და პირობებისა, რომლებიც შესაძლოა განისაზღვროს პრომოუტერების მიერ, მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების შესაბამისად; „ღონისძიებაზე დაშვების უფლების მიღება“, „ღონისძიების ჩატარების ადგილთან დაკავშირებული წესები და პირობები და ასაკობრივი შეზღუდვები“, „საშეღავათო ფასები, დაშვების უფლება“.

    16. საკონტაქტო ინფორმაცია:

    დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:
    შპს Eventer.ge,
    0105, ფურცელაძის ქ #3. თბილისი
    საქართველო.
    დღგ–ს ნომერი: 424069091
    (+995) 592 48 48 88

    ან ელ–ფოსტაზე: contact@eventer.ge