ივლ
20

Fuckup Nights Tbilisi vol. 4

ორგანიზატორი : Fuckup Nights

ფაბრიკა , ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8 , თბილისი

19:00 პარასკევი, 20 ივლისი, 2018

ბილეთები

x General Admission
Basket I - ₾ 10 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 252 ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

როდის და სად?
გელოდებით 20 ივლისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup BureauImpact Hub Tbilisiდა Fabrika • ფაბრიკა პარტნიორობით.

Fuckup Nights Tbilisi vol. 4-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South CaucasusGrant Thornton GeorgiaTaxifyGeorgia, Kedari Ventures, ლურჯი ოკეანე / Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, Urban Garden და adjaranet.com.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Entrepreneur Georgiabpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.

დამატებითი ინფორმაცია

Instant Payment

მომენტალური გადახდა

PAYBOX PAYMENT

ფეიბოქს გადახდები

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად