ივლ
02

• IDEA OPENING • VULKANSKI | DOWNWELL | LY SAS | BOYD SCHIDT | TEEN A TEEN | MBODVELI

ორგანიზატორი : IDEA

კლუბი იდეა , , , ოთარშენი

23:00 შაბათი, 02 ივლისი, 2022

ბილეთები

x Ticket
I - ₾ 30 გაყიდულია II - ₾ 40 გაყიდულია III - ₾ 50 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

იდეა - გორში ახალი მულტიფუნქციური სივრცის შექმნის შესახებ, შვიდი თვის წინ დაიბადა და თანამოაზრეები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების გარშემო გააერთიანა. გვჯერა, რომ ჩვენი ინიციატივა პირველ რიგში, კლუბ-კულტურის განვითარებაში შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს და ადგილობრივი აუდიტორიის, ამ სფეროსთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას და ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

პროექტზე ხანგრძლივი მუშაობის შემდგომ, სიამაყით ვაანონსებთ ჩვენს პირველ ტექნო ღამეს, რომელიც 2 ივლისს მოეწყობა და IDEA სცენას ადგილობრივი სცენის წარმომადგენელ არტისტებს დაუთმობს. კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი და ლეიბლის Sonic Groove ოჯახის წევრი ლეონ ლოლიშვილი, იგივე BOYD SCHIDT და პრაღაში დაფუძნებული ქართველი დიჯეი და პროდიუსერი LY SAS, ჩვენს გამხსნელ ღონისძიებაზე დებიუტ B2B სეტს დაუკრავენ. ღამეს განსაკუთრებულ ენერგეტიკას შესძენს ელექტრონული მუსიკის სცენის ახალი ფავორიტი და გამორჩეული ფიგურა TEEN A TEEN , რომლის სეტები ყოველთვის მოულოდნელი განვითარებითა და საინტერესო ექსპერიმენტებით გამოირჩევა. პროექტი MBODVELI, რომლის სასცენო პერფორმანსებს ალტრუიზმის ნიმუშად თვლიან მსმენელთან უკუკავშირზე დამყარებული უნიკალური მიდგომების გამო, DOWNWELL-ის მხარდამხარ დაუკრავს, რომელიც X-img-ის ოჯახის წევრი და ერთ-ერთი გამორჩეული პროდუსერი, დიჯეი და ლაივ შემსრულებელია ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის. ადგილობრივი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება ქართული ტექნო სცენის ერთ-ერთი გავლენიანი პიონერი, კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი და ლეიბლ BITE-ს ოჯახის წევრი აჩი თაბუკაშვილი, მისი სოლო პროექტით VULKANSKI.

 

TICKETS:
I Basket - 30 Gel
II Basket - 40 Gel
III Basket / DOOR - 50 Gel

 

ონლაინ ბილეთების ბმული ძალიან მალე დაემატება. ბილეთების შეძენას შეძლებთ Tkt.ge-ზე ვერიფიკაციის გავლის შემდგომ.

 

ღონისძიებას აუდიო სისტემით უზრუნველყოფს FUNKTION-ONE RENTAL GEORGIA.

 

კარზე უნდა წარმოადგინოთ:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
• ონლაინ ბილეთი.

ივენთის მსვლელობისას იკრძალება:

• ფოტო/ვიდეოს გადაღება.
• სხვისთვის დისკომფორტის შექმნა.
• გარემოს დაბინძურება.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, გაფრთხილების გარეშე დატოვებთ ივენთის ტერიტორიას.

კარი გაიღება 23:00 საათიდან.

გაითვალისწინეთ Face / Age control + 18

დამატებითი ინფორმაცია

ვერიფიკაცია

ასაკის კონტროლი

ასაკის კონტროლი

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად