Jul
07

KICK: SEASON CLOSING | A.K.O | DIFFERENT GROOVE | NIKA VASHAKIDZE

Event by : KICK

KICK , Geronti Kikodze 8 , Tbilisi

23:45 Friday, 07 July, 2023

Tickets

x Ticket
I - ₾ 30 Sold Out

Sold Out

Description

KICK-ის სეზონის დახურვა პარასკევს, 7 ივლისს 

 A.K.O. | https://soundcloud.com/ako-von-unten

A.K.O იგივე, აკაკი კიკნაძე განსაკუთრებული ენერგიის მატარებელი დიჯეია. მისი სმენისას წარმოუდგენელია სხეულს უბრძანო თავი შეიკავოს ცეკვისგან. ის ძალაუნებურად გრთავს წარმოსახვით თამაშში და საკუთარი სიმსუბუქით გაკვირვებულს გტოვებს. 

სელექციისას ჟანრობრივად არ იზღუდება, ჟღერადობის და რითმის ცვლით ის მუდმივად ცდილობს საკუთარ თავში სიახლის აღმოჩენას და ამ აღმოჩენის მსმენელისთვის გაზიარებას.

მუსიკის ასეთი ორგანული აღქმა მისი ღრმად მუსიკალური ოჯახიდან გამომდინარეობს. ოპერის მომღერალმა ძმამ და თვითნასწავლმა მუსიკოსმა მამამ, რა საკვირველია, უდიდესი გავლენა იქონიეს მის ცნობიერებასა და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე.

 DIFFERENT GROOVE | https://soundcloud.com/differentgroove

Different Groove - დიჯეი და პროდიუსერი ნიკა ხოკრიშვილის პროექტია, რომელიც ორიენტირებულია Electronic და House ჟღერადობაზე. Different Groove-მა 2016 წლიდან რამდენიმე რელიზი გამოუშვა სხვადასხვა ლეიბლზე და მსმენელისთვის გამორჩეული მუსიკის შეთავაზებას დღესაც აგრძელებს. Different Groove-ის სეტები ჟანრობრივად მუდმივად საინტერესოა, ამავდროულად მათში Chicago House-ის გავლენა ყოველთვის იგრძნობა.

 NIKA VASHAKIDZE |  https://soundcloud.com/user-842073281

ნიკას მუსიკაში იგრძნობა ჰაუსისა და მინიმალის გემოვნებიანი გადაკვეთა. გარდა ამისა, ის სტუდია პულსის დამაარსებელია.

გერონტი ქიქოძის ქუჩა #8  

Face & Age Control +21  

Tickets:
Online - 30₾ 
Door - 40₾ 

Additional Information

Verification

Location

Click to show the map