ნოე
15

Millenials X Hades: Sarasvat ◘ Clinical Hates ◘ Downwell

ორგანიზატორი: Hades

Hades , 22 Sherif Khimshiashvili Street, ბათუმი, საქართველო , Batumi

23:55 პარასკევი, 15 ნოემბერი, 2019

ბილეთები

x Millenials X Hades: Sarasvat ◘ Clinical
1 - ₾ 15 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

▌▒ Millenials X Hades ▌▒ Hades (Batumi, Khimshiashvili 22 str.) 15 ნოემბერს Millenials წარმოგიდგენთ ივენთების მეორე სერიას კლუბ Hades-ში. ახალგაზრდა ქართველი არტისტები ტექნო პროექტით Sarasvat, Clinical Hates და Downwell რომელთა დიჯეი სეტებიც გამოირჩევა დინამიურობითა და განსაკუთრებული მუხტით. Sarasvat • ნიკა ჯორბენაძეს ტექნო პროექტი თბილისიდან. ის ამ სასცენო სახელით ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2018 წლიდან გამოჩნდა და სახელი მალევე დაიმკვიდრა. მისი დებიუტი "Rave 4 Freedom" იტალურ (ტურინი) ლეიბლზე "Land Of Dance Records" 2018 წლის ნოემბერში შედგა. რილიზი გამოვიდა მხოლოდ ფირფიტის ფორმატში. მისი პრემიერა შედგა ტექნო YouTube არხზე "HATE". რილიზში შესულია სამი ტრეკი, რომელიც ეხმაურება თბილისის კლუბებში 12 მაისს ჩატარებულ რეიდებს. ამის შემდეგ, არტისტი ერთ თვეში ორ რილიზს "Models" და "SKRTVL" აქვეყნებს, ამჯერად, მილანში დაფუძნებულ ლეიბლზე "Industrial Techno United". დღემდე მას სხვადასხვა ქვეყნებში გამოშვებული აქვს ექვსი რილიზი ლეიბლებზე: "TERRA FURIA" (არგენტინა), "Traum Techno Germany" (გერმანია), "Belieri Records" (საქართველო). Clinical Hates • ვანო ფიფიას ტექნო პროექტი, რომელიც შეიქმნა 2018 წელს. იგი ორიენტირებულია მძიმე ინდუსტრიალ ხმებზე, რომელიც მის ბოლო ტრეკში ისახება. არტისტი ითვლება SCTR-ის ოჯახის წევრად და ლეიბლ Belieri Record-ის დამაარსებლად. ამ მცირე დროის მანძილზე მან მოახერხა 5 EP ალბომის გამოშვება, ასევე მიიღო მონაწილეობა 2 V/A კომპილაციაში. იგი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ ლეიბლებთან,მათ შორის HEX Barcelona. ამ ეტაპზე მისი შემდეგი რილიზი გამოიცემა V/A კომპილაციაში. Downwell • გიორგი ყოლბაიას ტექნო პროექტია რომელიც ძირითადად ორიენტირებულია მძიმე ინდუსტრიალ და ჰიპტონურ ხმებზე. მასზე განსაკუთრებული გავლენა Inhalt Der Nacht და Ansome-მ მოახდინა, რაც მის ტექნო სეტებშიც აისახება, მისი ტრეკები დარილიზებულია ლეიბლ Industrial Techno United-ზე რომლის მოსმენაც შესაძლებელია Hate Lab-ზე. მისი ახალი EP "I See Death In Your Eyes" ესპანეთში "Oraculo Records" ის მეშვეობით ფირფიტებზე გამოიცემა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ევროპის სხვადასხვა Record მაღაზიებში.

დამატებითი ინფორმაცია

Instant Payment

მომენტალური გადახდა

PAYBOX PAYMENT

ფეიბოქს გადახდები

ასაკის კონტროლი

ასაკის კონტროლი

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად