ოქტ
12

Monument: Oscar And The Wolf

ორგანიზატორი: monument

ციტადელი , რაფაელ აგლაძის 32 , თბილისი

23:00 შაბათი, 12 ოქტომბერი, 2019

ბილეთები

x Standard
I Basket - ₾ 50 გაყიდულია II Basket - ₾ 60 გაყიდულია III Basket/კარზე - ₾ 70 გაყიდულია

გაყიდულია

x Student
Student - ₾ 50 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

12 ოქტომბერს MONUMENT წარმოგიდგენთ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ ბელგიურ ელექტრო-პოპ ბენდს Oscar And The Wolf.

მოღვაწეობის ოთხი წლის თავზე Oscar and the Wolf-ის პოპულარობა იმაზე მაღალია, ვიდრე ამას თავად ბენდის წევრები წარმოიდგენდნენ. ისეთი უკომპრომისო ვოკალით რომელიც Max Colombie-ს გააჩნია და იმ გარემოში სადაც სასიამოვნო R&B და ინდი ელექტრო იყრის თავს, შეუძლებელია Oscar and the Wolf-მა პირველივე მოსმენისას დიდი ჩთაბეჭდილებები არ დაგიტოვოს. პირველი ალბომი სახელწოდებით “Entity” 2014 წელს გამოვიდა, რომელმაც მაშინვე როგორც უამრავი კრიტიკოსის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც მრავალი მსმენელის ყურადღება მიიქცია. სანამ მათი ალბომი მარტივად აგროვებდა პლატინურ ჯილდოებს, ბენდი უფრო და უფრო იზრდებოდა. ნებისმიერ არენაზე მათი ბილეთები სრულად იყიდებოდა. იქნებოდა ეს AFAS Live (8000 დამსწრე), თუ Sportpaleis (20000).

ამის შემდეგ მათ დაუკრეს ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: Rock Werchter, Pukkelpop, Lowlands, Pinkpop, Arras Main Square, Montreux Jazz, Eurockéenes, Southside, Zürich Open Air, Sziget, Babylon Soundgarden და Hurricane festival. საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ 2016 წელს ბენდი დააჯილდოვეს European Border Breaker Award-ით.

Oscar & The Wolf-ი თბილისს პირველად შარშან MONUMENT-ის მასპინძლობით ეწვია და მსმენელს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა. ზუსტად ერთი წლის თავზე კი მსმენელის განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე MONUMENT კვლავ უმასპინძლებს ბელგიურ პოპ-ბენდს.
 

დამატებითი ინფორმაცია

Instant Payment

მომენტალური გადახდა

PAYBOX PAYMENT

ფეიბოქს გადახდები

ასაკის კონტროლი

ასაკის კონტროლი

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად