. , Vashlovani Street , Lagodekhi
15:00 Saturday, 29 August, 2020
Verification
I კალათა -
₾ 30
Sold Out
II კალათა -
₾ 40
Sold Out
|
Sold Out |
Description |
პირველად არსებობის მანძილზე - ლაგოდეხის ნაკრძალი ელექტრონული მუსიკის ჰანგებით აივსება და თავის პირველყოფილი სილამაზით ეცდება წარმოუდგენელი ემოციები, შეგრძნებები და თავგადასავალი გაჩუქოთ.
“ნაკრძალი" არის 24 საათიანი ფესტივალი, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 29 აგვისტოს, სადაც დაუკრავენ ელექტრონული მუსიკის ქართველი წამყვანი არტისტები.
ფესტივალის ტერიტორიაზე გელოდებათ ულამაზესი,სტუმართმოყვარე და მეგობრული გარემო, კავკასიონის გასაოცარი ხედები, ბარები, კვების ობიექტები, სხვადასხვა გასართობი და დასამახსოვრებელი სივრცეები და რა თქმა უნდა - ამ ყველაფრის შესაბამისი საუკეთესო მუსიკა!
line up :
Nika vashakidze
Ash
Hatsvali
Sumo
Gio Shengelia
Autumn Tree
L9
ლოკაცია მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალის, Blues Village.geს ტერიტორიაზე,
(მის: ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქუჩა 167, შესასვლელი: ნაკრძალის ტერიტორიიდან)
COVID-19 თან დაკავშირებული რეგულაციების და გამოწვევების გათვალისწინებით, ფესტივალზე გაიყიდება მხოლოდ 1000 ონლაინ ბილეთი.
ბილეთები
I კალათა - 30 ლარი
II კალათა - 40 ლარი
კარზე - 50 ლარი (ლიმიტირებული რაოდენობა)
ონლაინ ბილეთებზე მოქმედებს ვერიფიკაცია. ვერიფიცირებულ მომხმარებელს შეეძლება 2 ბილეთის შეძენა. ბილეთის გამოყენება შეეძლება მხოლოდ ბილეთის მფლობელს და მის თანმხლებ პირს ერთად.
კარზე იმოქმედებს face/age 18+ კონტროლი
ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაცია მალე განახლდება
ტერიტორიაზე მოხვედრამდე თითოეულმა სტუმარმა უნდა გაიაროს თერმო სკრინინგი, დეზო ბარიერი და დაიმუშავოს ხელები სანიტაიზერით. ტერიტორიაზე დაცული იქნება დისტანცია - ყველამ ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვიცავთ რეკომენდაციებს!