ივნ
30

PechaKucha Night Tbilisi vol. 10 - Doing Things Differently

ორგანიზატორი : Tbilisi Startup Bureau

, , , , ონლაინ ღონისძიება

20:20 სამშაბათი, 30 ივნისი, 2020

ბილეთები

x Online Event
I - ₾ 20 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.

PechaKucha Night ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლათფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.

PechaKucha Night Tbilisi vol. 10-ის თემაა "რაღაცების კეთება განსხვავებულად". ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რათა ჩვენს აუდიტორიას გააცნონ, თუ როგორ ქმნიან ინოვაციებს, როგორ ახორციელებენ ცვლილებებს თავიანთ სფეროებში, როგორ საქმიანობენ განსხვავებულად.

ღონისძიებისა და პრეზენტაციების სამუშაო ენა არის ქართული.

სპიკერები:

Gagosh (გიორგი გაგოშიძე), ქუჩის ხელოვანი

დიანა ტევანიანი, გრაფიკული დიზაინერი / თრეშ პოეტი

მარიამ რამიშვილი, ჰოსტელი შავი პომიდორის თანადამფუძნებელი (Black Tomato Kutaisi l შავი პომიდორი ქუთაისი)

მაშო მარგიშვილი, დიზაინერი, ილუსტრატორი და Masholand-ის აღმომჩენი

მარიამ გაგუა, ვლოგერი

ლელა სალაყაია, ბილაინი - Beeline-ს პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

გოჩა ხოსმაზარაშვილი, Scroll-ის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი

 

PechaKucha Night Tbilisi vol. 10 ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-მიერ, და მხარდაჭერილია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus) მიერ.

ივენთის მედია პარტნიორები არიან: Forbes Georgia და bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი.

თარიღი: 30 ივნისი

დრო: 20:20

არტვორქი დამზადებულია Masholand-ის მიერ.

Facebook I Linkedin

დამატებითი ინფორმაცია

Instant Payment

მომენტალური გადახდა

PAYBOX PAYMENT

ფეიბოქს გადახდები

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად