-
© ყველა უფლება დაცულია , 2025
ღვინის ქარხანა , 1 პეტრიაშვილის ქუჩა , თბილისი
19:19 ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2020
PechaKucha Night Tbilisi vol. 9: on Agriculture & Innovations
I -
₾ 20
გაყიდულია
|
გაყიდულია |
აღწერა |
PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.
PechaKucha Night ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლათფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.
PechaKucha 20x20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.
PechaKucha Night Tbilisi vol. 9-ს თემა არის ”სოფლის მეურნეობა და ინოვაციები".
ღონისძიებისა და პრეზენტაციების სამუშაო ენა არის ქართული.
სპიკერები:
ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association
გიორგი დანელია, Agricopter • აგრიკოპტერი
ნათია ნინიკელაშვილი, Soplidan.ge სოფლიდან
ირაკლი არჯევანიძე, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია/Almond & Walnut Producer Association
ანი სირბილაძე, Allwine.ge
ირაკლი ჩიქავა, Agro Solutions - აგრო სოლუშენს
PechaKucha Night Tbilisi vol. 9 ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, და მხარდაჭერილია თიბისი ბიზნესისთვის - TBC For Business და Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ს მიერ.
თარიღი: 20 თებერვალი
დრო: კარი იღება - 19:19, პრეზენტაციები იწყება - 20:20
მისამართი: Wine Factory N1 • ღვინის ქარხანა, პეტრიაშვილის 1
20 თებერვალს, მთელს მსოფლიოში აღინიშნება საერთაშორისო PechaKucha დღე, შესაბამისად ჩვენც ავღნიშნავთ ამ დღეს #ipk2020
ივენთის ლინკი: https://www.facebook.com/events/542706799679046/
⚠ გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეღუდულია (სულ 90 ბილეთი).
♥️ არტვორქი დამზადებულია Ia Ninoshvili-ს მიერ.
უსაფრთხოება
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ნდობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ, კომპანია თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს თქვენი ნდობის შენარჩუნების მიზნით, შეიმუშაოს და გაატაროს უსაფრთხოების ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული ზომები.
კომპანიის ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებს, უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობასა და არაავტორიზირებული წვდომისგან/ცვლილებისგან, არასწორი გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისტემები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენც, როგორც მომხმარებელმა, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები. ჩვენს მომხმარებლებს უსაფრთხოებისათვის ვთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
ჩვენს ვებ-გვერდზე შესასვლელად, ვებ ბრაუზერში აკრიფეთ კომპანიის მისამართი www.eventer.ge
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სისტემაში შესასვლელად არ გამოიყენოთ სხვა გზები გარდა ზემოთხსენებულისა. სიფრთხილე გამოიჩინეთ არასასურველ ელექტრონულ წერილებთან მიმართებაში. არ ჩამოტვირთოთ ან გახსნათ ბმულები, სანამ არ დარწმუნდებით მათ სანდოობაში. ყურადღება: განსაკუთრებით ერიდეთ ისეთი წერილებს, რომლებიც თქვენგან პირადი მონაცემების გამჟღავნებას ითხოვენ. კომპანია არასდროს მოგთხოვთ პირადი ინფორმაციის მიწოდებას ელ-ფოსტის მეშვეობით. არ გაამჟღავნოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან პაროლი. არც ერთი ჩვენი თანამშრომელი არ მოგთხოვთ პაროლის გაზიარებას. არ ჩაიწეროთ პაროლი და არ შეინახოთ ის კომპიუტერში. გირჩევთ, პაროლი რეგულარულად განაახლოთ. თუ გაქვთ დასაბუთებული ეჭვი, რომ თქვენს სამართავ პანელში წვდომასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომპრომიტირებულია, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი ან/და დაგვიკავშირდით. ყოველთვის გამოდით მომხმარებლის პირადი სამართავი პანელიდან/სისტემიდან “გასვლა” ღილაკის მეშვეობით. დააყენეთ თქვენს კომპიტერში ანტი-ვირუსი ან სხვა ინტერნეტ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამა და ხშირად შეამოწმეთ ყველა ფაილი შესაძლო ვირუსების აღმოჩენის მიზნით. რეგულარულად განაახლეთ თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემა და ვებ ბრაუზერის პროგრამა კომპიუტერის დაცვის მიზნით.
კომპანიასთან დაკავშირებით საეჭვო შეტყობინების მიღების, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების განცხადების თაობაზე რაიმე კითხვის/კომენტარის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.