-
© ყველა უფლება დაცულია , 2024
Fabrika , ეგნატე ნინოშვილის ქუჩა , თბილისი
19:19 პარასკევი, 22 მარტი, 2019
PechaKucha Night Tbilisi vol. 7
Standard
I -
₾ 20
გაყიდულია
|
გაყიდულია |
აღწერა |
PechaKucha Night - ის მოძრაობა დაიწყო ტოკიოში 2003 წლის თებერვალში, როგორც ღონისძიებათა სერია, ის განკუთვნილი იყო ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, შესახვედრად და სანეთვორქინგოთ. იაპონურად - PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.
PechaKucha Night ახლა უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს და წარმოადგენს არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლათფორმას, სადაც შემოქმედებითი ხალხი, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ იდეებს, პროექტებს, ნამუშევრებს და ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.
PechaKucha 20x20 არის მარტივი პრეზენტაციის ფორმატი, სადაც სპიკერი წარმოადგენს 20 სლაიდს და თითო სლაიდის მოსაყოლად აქვს 20 წამი. სლაიდები იცვლება ავტომატურ რეჟიმში, რომელიც სპიკერის თემის ვიზუალიზაციას ახდენს.
PechaKucha Nigh Tbilisi vol. 7-ის თემა არის "ციფრული მედია ტრენდები". ივენთი და პრეზენტაციები ინგლისურ ენოვანია.
PechaKucha Night Tbilisi vol. 7 ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს და ForSet • ფორსეტი-ს პარტნიორობით და მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის მიერ. ივენთის მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.
თარიღი: 22 მარტი, პარასკევი
დრო: კარები იღება - 19:19, ივენთი იწყება - 20:20
მისამართი: Fabrika, ნინოშვილის 8
ივენთის ლინკი: https://www.facebook.com/events/790398921407163/
⚠️ გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეღუდულია (სულ 140 ბილეთი).
♥️ არტვორქი და ივენთის პოსტერი დამზადებულია ია ნინოშვილის მიერ (ForSet • ფორსეტი).
უსაფრთხოება
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ნდობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ, კომპანია თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს თქვენი ნდობის შენარჩუნების მიზნით, შეიმუშაოს და გაატაროს უსაფრთხოების ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული ზომები.
კომპანიის ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებს, უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობასა და არაავტორიზირებული წვდომისგან/ცვლილებისგან, არასწორი გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისტემები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენც, როგორც მომხმარებელმა, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები. ჩვენს მომხმარებლებს უსაფრთხოებისათვის ვთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
ჩვენს ვებ-გვერდზე შესასვლელად, ვებ ბრაუზერში აკრიფეთ კომპანიის მისამართი www.eventer.ge
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სისტემაში შესასვლელად არ გამოიყენოთ სხვა გზები გარდა ზემოთხსენებულისა. სიფრთხილე გამოიჩინეთ არასასურველ ელექტრონულ წერილებთან მიმართებაში. არ ჩამოტვირთოთ ან გახსნათ ბმულები, სანამ არ დარწმუნდებით მათ სანდოობაში. ყურადღება: განსაკუთრებით ერიდეთ ისეთი წერილებს, რომლებიც თქვენგან პირადი მონაცემების გამჟღავნებას ითხოვენ. კომპანია არასდროს მოგთხოვთ პირადი ინფორმაციის მიწოდებას ელ-ფოსტის მეშვეობით. არ გაამჟღავნოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან პაროლი. არც ერთი ჩვენი თანამშრომელი არ მოგთხოვთ პაროლის გაზიარებას. არ ჩაიწეროთ პაროლი და არ შეინახოთ ის კომპიუტერში. გირჩევთ, პაროლი რეგულარულად განაახლოთ. თუ გაქვთ დასაბუთებული ეჭვი, რომ თქვენს სამართავ პანელში წვდომასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომპრომიტირებულია, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი ან/და დაგვიკავშირდით. ყოველთვის გამოდით მომხმარებლის პირადი სამართავი პანელიდან/სისტემიდან “გასვლა” ღილაკის მეშვეობით. დააყენეთ თქვენს კომპიტერში ანტი-ვირუსი ან სხვა ინტერნეტ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამა და ხშირად შეამოწმეთ ყველა ფაილი შესაძლო ვირუსების აღმოჩენის მიზნით. რეგულარულად განაახლეთ თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემა და ვებ ბრაუზერის პროგრამა კომპიუტერის დაცვის მიზნით.
კომპანიასთან დაკავშირებით საეჭვო შეტყობინების მიღების, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების განცხადების თაობაზე რაიმე კითხვის/კომენტარის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.