Dec
22

Sioni HiFi Soundsystem - First Dance-Tbilisi

Event by: Dubდღე

U-Bahn , davit agmashenebeli 164 , Tbilisi

23:00 Saturday, 22 December, 2018

Tickets

x Advance Ticket
Advance - ₾ 20 Sold Out

Sold Out

Description Line Up

პირველი Dub Roots Reggae Bass მუსიკის სესია საქართველოში ხელით აწყობილი საუნდსისტემის სტილში!

საუნდსისტემა თავის მთლიანობაში ითვლება რეგეი ,დაბ და საერთოდ ბასს მუსიკის მოსმენის ყველაზე სრულყოფილ გამოცდილებად.
ტერმინი საუნდსისტემა არ მიეკუთნება მუსიკის მოსმენის მხოლოდ ტექნიკირ საშუალებად, არამედ წარმოადგენს ერთ დიდ ოჯახს/გუნდს რომელშიც ყველა წევრს გააჩნია თავისი როლი.

Sioni HiFi საუნდსისტემა არის ტრადიციულად ხელით აწყობილი 5Way საუნდსისტემა რომელიც იყენებს ასევე ქასთამ აწყობილ " პრიამპს" საუნდის კონტროლისთვის.

ბრიტანეთიდან საქართველომდე - Sioni HiFi Soundsystem - პირველი Dub Roots Reggae Bass საუნდსისტემ ოჯახი საქართველოში.
საუნდსისტემა აიწყო დიდ ბრიტანეთში საქართველოსთვის და ემსახურება სამშობლოში ზემოთ ხსენებულ მუსიკის განვითარებას.

საუნდსისტემის აწყობა ბრიტანეთში დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ. 2017 წელს დამთავრდა ბოლო ხელით აწყობილი კომპონენტი ჩვენი სისტემის და დაიწყო მისი და ჩვენი თავის გამოცდა.
ლონდონში ორი წარმატებული Dubდღე/სესიის მერე გადავწყვიტეთ რომ საუნდსისტემა ჩამოგვეტანა თბილისში.დიდი გუნდური მუშაობის შედეგად ჩვენ ეს შევძელით.
პირველი სესიისთვის ჩვენ შევარჩიეთ ადგილი რომელიც ბევრმა თქვენთაგანმა შეიძლება არ იცოდეს ან არ ახსოვდეს. U-Bahn - aka Fly. ანდერგროუნდ კლუბი რომელიც თავდაპირველად 2004წელს გაიხსნა და იმის მერე ბევრ ელექტრონულ მუსიკის საღამოს უმასპინძლა. კლუბის აგებულებიდან გამომდინარე ხმაზე შეზღუდვა იქნება მინიმალური ?
Sioni HiFi საუნდსისტემ ოჯახი როგორც დაბ რეგეი მუსიკას ასევე ქართულ ჰიპჰოპ_ს უდგას გვერდში რადგანაც მათ ერთი ფუძე აქვთ . აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ დაბალი სიხშირის პოზიტიური ვიბრაცია,წნევა და ჰიპჰოპ მუსიკა პირველივე სესიიდან წარმოგვედგინა თქვენთვის მის ორიგინალურ თავდაპირველ სტილში-
- საუნდსისტემ სტილში.

რამოდენიმე ჩვენთვის საყვარელი ჰიპჰოპ აქტი.ჩვენი აზრით საქართველოში ტოპ დუო ! TM & MushOne . ასევე ,საქართველოში მცხოვრები ერთადერთი “turntablist”_ი,ფირსაკრავზე ცეცხლის გაჩენის და მისი ინსტრუმენტად გამოყენების ოსტატი MC/DJ Grotask .

ჩვენს პირველ სესიაზე გვინდა შემოგთავაზოთ Bass და Soundsystem Music_ის მთლიანი სპექტრი. სპეციალურად ამ სესიისთვის დაგვემატება მუსიკოსი ნიკა წერეთელი რომელიც Sioni HiFi Soundsystem ოჯახთან ერთად DnB დაუკრავს.

Sioni HiFi Soundsystem ოჯახიდან საუნდსისტემის ოპერატორი და სელექტორი Juno Q Beat & GmirSelecta.

Additional Information

Instant Payment

Instant Payment

PAYBOX PAYMENT

Payment Boxes

Age Control

Age Control

Location

Click to show the map