აგვ
06

საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელი ჯორჯ არისონი სტარტაპ გრაინდს ეწვევა

ორგანიზატორი: Startup Grind Tbilisi

სტამბა , 14 Merab Kostava Street , თბილისი

18:00 ორშაბათი, 06 აგვისტო, 2018

ბილეთები

x Early Bird
Early Bird - ₾ 12 გაყიდულია

გაყიდულია

x Regular
Regular - ₾ 17.5 გაყიდულია

გაყიდულია

x Early VIP
Early VIP - ₾ 35 გაყიდულია

გაყიდულია

x VIP
VIP - ₾ 55 გაყიდულია

გაყიდულია

x Exhibitor
Exhibitor - ₾ 150 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

სტარტაპ გრაინდი გლობალური ქსელია, რომელიც აერთიანებს სტარტაპის დამფუძნებლებს, ადამიანებს, რომლებიც აპირებენ სტარტაპის შექმნას, ან სურთ არსებული სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიება, რომელიმე სტარტაპში დასაქმება ან უბრალოდ მათგან სწვლა. სტარტაპ გრაინდ თბილისი ერთ მილიონიანი ადამიანისგან შემდგარი გლობალური საზოგადოების წევრია. მოდი და შეხვდი ქართველებს, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს და სტუმრებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი სტარტაპ საზოგადოების შექმნაში. ღონისძიების პირველი და ბოლო საათი სხვებთან კავშირის დამყარებისათვის, მეგობრების შეძენისა და ერთმანეთის დასახმარებლად გზების მოძიებისათვისაა გამოყოფილი, რაც ძლიერი და წარმატებული სტარტაპ საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტია. მოდი, რომ შეხვდე უცხო ადამიანებს ან გაიგო სიახლე მათგან, ვისაც უკვე იცნობ. იყავი მზად იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ შეგიძლია სხვების დახარება! ეს შეიძლება ისეთი მარტივი იყოს, როგორც ფეისბუქ პოსტის დარეკლამება, რომლის გასაჯაროვებაც სურს ვინმეს, ან პრობლემის გადაჭრაში დახმარება, ან კარგი თანამშრომლის პოვნა. მოდი, შემოგვიერთდი გემრიელ საკვებსა და სასმელზე და ჩაერთე საინტერესო საუბრებში, ჩვენი სტარტაპ საზოგადოების ფორმირებასთან ერთად. ამ თვეში განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელი. ჯორჯ არისონი (ირაკლი არეშიძე) ქართველი ანტრეპრენერია სან ფრანცისკოში. მან დააარსა Shift Technologies, რომელმაც $110,000,000 მეტი ინვესტიცია მოიზიდა, წლევანდელი ინვესტიციის შემდეგ ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. Shift გაყიდვების ონლაინ პლატფორმაა მეორადი მანქანებისათვის. Shift-მდე, 2007 წელს არისონი Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი იყო, რომელიც დღესდღეობით ცნობილია როგორც Curb. ეს კი ტაქსის სერვისის ონლაინ აპლიკაცია იყო Uber-ამდე! ჯორჯ არისონი Google-ში პროდუქტის მენეჯერად მუშაობდა, სადაც მან ცოდნა და კავშრები შეიძინა. იგი ასევე მუშაობდა ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფში. ჯორჯ არისონი უმდიდრეს გამოცდილებას და სილიკონ ველის უამრავ კავშირებს საქართველოს უზიარებს. შეხვედრა 6 აგვისტოს საღამოს 6:00 საათზე დაიწყება სტამბაში (კოსტავას ქ. #14). ღონისძიების განრიგი შემდეგია: 6:00 საათი - ნეთვორქინგი საჭმლის და სასმელების თანხლებით 7:00 საათი - სპიკერის გამოსვლა (ინგლისურ ენაზე) 8:00 საათი - ნეთვორქინგი სასმელების თანხლებით

დამატებითი ინფორმაცია

Instant Payment

მომენტალური გადახდა

PAYBOX PAYMENT

ფეიბოქს გადახდები

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად