ნოე
23

Flamingo

ორგანიზატორი: Flamingo Tbilisi

Silk Factory Studio , მ. კოსტავა #59 , თბილისი

13:00 პარასკევი, 23 ნოემბერი, 2018

ბილეთები

x General Admission
I - ₾ 20 გაყიდულია II - ₾ 30 გაყიდულია III - ₾ 40 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

23 ნოემბერს გაზეთ „FLAMINGO”-ს საფესტივალო სერიის პირველი მუსიკალური ღონისძიება უმასპინძლებს ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე, როგორც უცხოელ ასევე ქართველ არტისტებს.
გარე სივრცე უმასპინძლებს ქართველი არტისტების ნსტალაციების გამოფენას, რომლის მიზანია ხელოვნების ეს დარგი გააერთიანოს და სინთეზში მოიყვანოს ელექტრონულ მუსიკასთან. 

Flamingo Stage:

KEVIN SAUNDERSON - ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დეტროიტული ტექნოს და ჩიკაგოს ჰაუს ჟღერადობის შექმნასა და განსაზღვრაში. მისი შემოქმედება 80-იან წლებში იწყება ტექნოს ორ გიგანტთან, Juan Atkins-თან და Derrick May-სთან კოლაბორაციით. 
https://soundcloud.com/kevinsaunderson

DELANO SMITH - ჩიკაგოში დაბადებული და დეტროიტში გაზრდილი, ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი. ადრეული 80-იანებიდან ის ჯერ დეტროიტის ცნობილი კლუბების რეზიდენტი იყო, ხოლო მოგვიანებით მისმა მუსიკამ და დინამიურმა სეტებმა, რომელიც დისკო/ფანქ/ჰაუს ჟღერადობაზე იყო ორიენტირებული, გლობალური მნიშვნელობა შეიძინა. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი Mixmode Recordings-ზე გამოიცემოდა, ხოლო ლეიბლ Sushitech-თან კოლაბორაციის შემდეგ ის Panorama Bar-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულარული აქტი გახდა. 
https://soundcloud.com/delano_smith

Flamingo stage ასევე უმასპინძლებს დეტროიტის „პირველ ლედად“ წოდებულ K-HAND -ს რომელმაც შეძლო კაცებით დომინირებულ ინდუსტრიაში თავისი სრულიად უნიკალური ნიშა შეექმნა და მსოფლიოსთვის ჰაუს მუსიკის სრულიად ახლებური ჟღერადობა შეეთავაზებინა. პროდიუსერი, რომელმაც კარიერის ადრეულ ეტაპზევე უარი თქვა Jeff Mils-ის Underground Resistance-ის შეთავაზებაზე და თავად დააფუძნა საკუთარი ლეიბლი Acacia Records, რათა დამოუკიდებლად გაეკვალა გზა მუსიკაში. K-HAND გახლავთ პირველი დეტროიტელი არტისტი, რომელიც ლეგენდარულ Warp Records-სა და !K7-თან თანამშრომლობდა. 
https://soundcloud.com/khand

PIOTR BEJNAR - თანამედროვე ელექტრონული მუსიკის გამორჩეული ექსპერიმენტატორი პოლონეთიდან, რომელიც ცოცხალი შესრულებისას წარმოუდგენელ ტექნიკებს იყენებს განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად. მას არაერთხელ გამოუყენებია საკუთარი და მსმენელის გულისცემა მუსიკალური რითმის შესაქმნელად. OTAKE Records-ის დამფუძნებლის ცოცხალი შესრულებები მსმენელის ჩართულობითა და მოულოდნელი ექსპერიმენტებით გამოირჩევა. 
https://soundcloud.com/piotr_bejnar

წარმოშობით კანადელი, ამჟამად კი ეგვიპტეში მცხოვრები ტექნო სცენის ახალი სახე DINA, რომელიც აქტიურად იყენებს 3D მეფინგსა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს მგრძნობიარე გარემოს შესაქმნელად, რითიც თანდათან იპყრობს ინდუსტრიის ყურადღებას. მას უკვე არაერთი სეტი აქვს შესრულებილი სცენის ისეთ დიდ ფიგურებთან ერთად როგორიცაა Kanding Ray, Chez Damier და სხვები. 
https://onehouseartists.com/artists/dina/?fbclid=IwAR06FdzKS-aJVSgRG2iuZ5MT1VL7sXgzSybHWYaDe_3R7olFQwWxn9sEj8M

მათთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება, ქართველი DJ და პროდიუსერი, Kat records - ის წევრი Hatsval.
https://soundcloud.com/htsvl


Exhibition Stage:

DJ Sets:

სცენას დაიკავებს ქართველი მუსიკოსი, ლეიბლ PalmsStructure-ის დამფუძნებელი DJ SendNudes. მის ლეიბლზე დარელიზდა, ქართული "ანდერგრაუნდ" კულტურის გამორჩეული მუსიკოსების: Hamatsuki, Will Gates, Toke, levan Shanidze და სხვა.. "თრექები". 
https://soundcloud.com/djsendnudess


WILL GATES - ქართველი Dj და პროდიუსერი, რომელსაც გამოშვებული აქვს სოლო EP (TBA). მისი მუსიკალური მიმართულება ორიენტირებულია acide house, Chicago house და techno ჟღერადობაზე. 
https://m.soundcloud.com/willgatess

ZURKIN - ქართული ელექტრონული მუსიკალური კულტურის გამორჩეული არტისტი და VODKAST RECORDS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
https://soundcloud.com/zurkin

A.Tabukashvili - ტექნო სცენის გამორჩეული და ელექტრონული კულტურის ერთ-ერთი პიონერი მუსიკოსი, კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი და მუსიკალური პროექტის Greenbeam & Leon - ის წევრი. Exhibition Stage-ზე იგი წარსდგება პროექტ A.Tabukashvili-ით, რომელიც დაფუძნებულია Electro და Dub Techno ჟღერადობაზე. 
https://soundcloud.com/achitabukashvili


LIVE Sets: 

ანუშკა ჩხეიძე - 20 წლის მუსიკოსი, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული ხმის ჟღერადობით. ანუშკამ რამოდენიმე წელი გაატარა მუსიკალურ სკოლაში, სადაც ის პატარა სამლოცველოში მღეროდა. იქ მან ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო და სწორედ ეს გახდა მისი შთაგონების წყარო შემდგომ მუსიკალურ კარიერაში. ამჟამად, ანუშკა არის CES Records- ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი.
https://soundcloud.com/anushka-chxeidze

SAPHILEAUM - ახალგაზრდა დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, რომლის მუსიკაც გამოირჩევა ემბიენთ ჟღერადობით. მისი შთაგონების წყარო ლოკალური სცენა, ეზოთერიკული არტეფაქტები და მოვლენებია. SAPHILEAUM-ის სადებიუტო EP "As If Rivers Could Speak" 2016 წელს ავსტრალიურ ლეიბლ CONTROLLED VIOLENCE-ზე გამოიცა. მისი ნამუშევრები ასევე გამოქვეყნებულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NORITE, OSLATED, LETT RECORDS, STRUCTURAL REALISM (PALMSTRUCTURE-ის სუბლეიბლი) და SOUL GATHERING.
https://soundcloud.com/saphileaum

მათთან ერთად Live Set-ით წარსდგება ქართველი DJ და პროდიუსერი WROM_AKA_ANTIPPROJECT. 
https://soundcloud.com/antiproject
 

I̶ ̶B̶a̶s̶k̶e̶t̶:̶ ̶2̶0̶ ̶G̶E̶L̶ (SOLD OUT) 
II Basket: 30 GEL 
III Basket: 40 GEL
Door: 50 GEL

#იკითხეფლამინგო

დამატებითი ინფორმაცია

ვერიფიკაცია

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად